საქართველო

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსი ორმა პაციენტმა, მათ შორის 2 წლის ბავშვმა დაამარცხა

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსი ორმა პაციენტმა, მათ შორის 2 წლის ბავშვმა დაამარცხა, – განუცხადა ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა.

„17 პაციენტიდან ორი გამოჯანმრთელებულია და ეს არის ძალიან კარგი ამბავი. გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან ერთი არის ორი წლის ბავშვი. რაც შეეხება COVID-ინფიცირებულებს, ზოგადად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთი პაციენტი რჩება ორმხრივი პნევმონიით, შედარებით საყურადღებო სტატუსით. ასევე, ერთი ბავშვი დაგვემატა, მაგრამ ეს ჩვენთან არ დადასტურებულა, გადმოყვანილია. არის სვანეთის კლასტერიდან, ხუთი წლის ბავშვი გამოხატული პნევმონიით“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.