საქართველო

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს.

ფარულ კენჭისყრაზე გოგიჩაიშვილს საკრებულოს 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

თავმჯდომარის ასარჩევად სულ 15 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან 28 მარტს გადააყენეს.