ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ბორის ჯონსონი დაბალი კვალიფიკაციის მიგრანტებისთვის ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

დიდი  ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი, “ბრექსიტის” გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ, დაბალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტებისთვის ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს, იტყობინება გამოცემა „ტელეგრაფი“. ბრიტანული გაზეთის ცნობით, ჯონსონის გეგმის თანახმად, დაბალი კვალიფიკაციის მქონე პირებს ქვეყანაში სამუშაოდ შესვლასა და ცხოვრებაზე გარკვეული შეზღუდვები ექნებათ.

გაზეთი წერს, რომ აღნიშნულ საკითხზე პრემიერ მინისტრის თანაშემწეები მუშაობენ, დაიწყება საიმიგრაციო სისტემის ფორმირება და ჩანაცვლდება დროებითი ზომები.

შინაგან საქმეთა მინისტრი, პრიტი პატელი მინისტრთა კაბინეტისთვის გაერთიანებული სამეფოს მომავალი საიმიგრაციო სისტემასთან დაკავშირებით ახალი წინადადებების წარდგენას, უახლოეს დღეებში გეგმავს.