ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ბორის ჯონსონი აფრთხილებს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას, რომ კრიზისი გაუარესდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციის პირობებში განაგრძობს მთავრობის ხელმძღვანელობას, ქვეყნის თითოეული მობინადრისთვის გაგზავნილ წერილში მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის კრიზისი გაუარესდება, ვიდრე მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.

წერილში იგი აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში უფრო მკაცრი ზომები იქნება მიღებული.

ბრიტანელებს ასევე გაეგზავნებათ ლიფლიტები, სადაც დეტალურად არის მოცემული მთავრობის წესები სახლიდან გასვლისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1,019-ს მიაღწია მას შემდეგ, რაც შაბათს დამატებით 260 ადამიანის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. ამჟამად ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ ბრიტანეთში 17,089 შეადგინა.

წერილში, რომელიც 30 მილიონ მობინადრეს გაეგზავნა და რომლის მოსალოდნელი ღირებულება £5.8 მილიონია, ჯონსონი წერს: „საწყის ეტაპზე, ჩვენი აზრით, მართებული ზომები დროულად მივიღეთ. ჩვენ არ ვიყოყმანებთ უფრო მკაცრი ზომების შემოღებას, თუკი მეცნიერების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რჩევა იქნება, რომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“.

GUARDIAN.GE