ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და იგი ინტენსიური მზრუნველობის პალატაში გადაიყვანეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოში ინტენსიური მზრუნველობის პალატაში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი კორონავირუსის სიმპტომები „გაუარესდა“, იტყობინება BBC დაუნინგ სტრიტზე დაყრდნობით.

მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრის ინტენსიური მზრუნველობის განყოფილებაში გადაყვანა მისი სამედიცინო გუნდის რჩევის შედეგად მოხდა.

ჯონსონმა საგარეო საქმეთა მინისტრს, დომინიკ რააბს სთხოვა მისი მოადგილეობა გასწიოს, „სადაც საჭიროა“, თქვა ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

55 წლის ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი 10 დღის წინ დაუდგინდა და დაუნინგ სტრიტზე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, საავადმყოფოში „ქრონიკული სიმპტომებით“ კვირას რუტინული ტესტებისთვის გადაიყვანეს.

„ლეიბორისტების“ ლიდერმა, სტარმერმა გავრცელებულ ახალ ამბავს „ძალიან სამწუხარო“ უწოდა.

„მთელი ქვეყნის ფიქრები პრემიერ მინისტრისა და მისი ოჯახისკენაა მიმართული ამ დაუჯერებლად რთულ პერიოდში“, განაცხადა სტარმერმა.

GUARDIAN.GE