საქართველო

ბოლო 24 საათში საქართველოში 120 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 120 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ინფექცია 4000-მდე სამედიცინო პერსონალი დაავადდა,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„ქვეყანაში სერიოზული შიდა გავრცელება გვაქვს და მათ შორის, არ არის დაცული სამედიცინო პერსონალი”, – განაცხადა გამყრელიძემ.