მსოფლიოს ახალი ამბები, სამხრეთ ამერიკა

ბოლივიის პრეზიდენტმა, ევო მორალესმა თანამდებობა დატოვა

ბოლივიის პრეზიდენტმა, ევო მორალესმა, გასულ თვეს მისი მეოთხე ვადით არჩევის სანდოობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შემდეგ, რასაც ქვეყანაში საპროტესტო დემონსტრაციები და მასობრივი არეულობები მოჰყვა, თანამდებობა დატოვა.

პოსტებიდან წავიდნენ ასევე ვიცე-პრეზიდენტი ალვარო გრაცია ლინერა და სენატის პრეზიდენტი ადრიანა სალვატიერა. დედაქალაქის ქუჩები მოზეიმე პროტესტანტებით გაივსო.

კვირას, საერთაშორისო მონიტორებმა პრეზიდენტს 20 ოქტომბერს გამართული არჩევნების ანულირებისკენ მოუწოდეს, რადგან მათი თქმით, არჩევნებზე „მკაფიო მანიპულაციებს“ ჰქონდა ადგილი. მორალესი დაეთანხმა კრიტიკას და თავისი განზრახვის, ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ გამოაცხადა, მაგრამ პოლიტიკოსებმა და არმიის და პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა მას დაჟინებით მოუწოდეს გადამდგარიყო.

სატელევიზიო მიმართვაში, 60 წლის „სოციალისტმა“ პრეზიდენტმა როემელიც 14 წელი იყო ქვეყნის სათავეში, განაცახდა, რომ თანამდებობას ტოვებს და დაჟინებით მოუწოდა პროტესტანტებს, „შეწყვიტონ ძმებსა და დებზე თავდასხმები, შეწყვიტონ [სახლების] დაწვა და თავდასხმები“.

guardian.ge