საქართველო

ბიძინა ივანიშვილი: „2008 წელს რაც მოხდა და როგორც მოქმედებდა მაშინდელი მთავრობა სააკაშვილის მეთაურობით, ეს იყო სწორედ ღალატი ქვეყნისა და სამშობლოსი”

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ 2008 წელს სააკაშვილის მეთაურობით მაშინდელმა ხელისუფლებამ დაუშვა დიდი შეცდომა, სააკაშვილმა დაბომბა საქართველოს მოსახლეობა და ის ეთანხმება აღნიშნულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს.

„2008 წელს რაც მოხდა და როგორც მოქმედებდა მაშინდელი მთავრობა სააკაშვილის მეთაურობით, ეს იყო სწორედ ღალატი ქვეყნისა და სამშობლოსი. მას შეეძლო ომი თავიდან აეცილებინა ქვეყნისთვის, მას შეეძლო არ აეხდინა რუსეთისთვის მრავალსაუკუნოვანი ოცნება და ისინი არ გადმოსულიყვნენ…

2008 წელს მოხდა გამოუსწორებელი შეცდომა მაშინდელი ხელისუფლების მიერ. საქართველოს ტერიტორიების 20% დღეს არის ოკუპირებული. ევროსაბჭოს რეზოლუციაშიც გარკვევით წერია ის ქმედება“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დაამატა, რომ რომ არა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძალისხმევა, დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედრების ქართული მხარისთვის გადმოცემა ვერ მოხერხდებოდა იმ დროს, როცა სააკაშვილს “ტაშ-ფანდური” ჰქონდა გამართული რუსთაველის გამზირზე და გაუგებარ ზეიმს აწყობდა.