საქართველო

ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში

პარტია „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს.  პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა  მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.

„მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ამომრჩევლებს, მადლობა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, ლიდერებს, თქვენ – ახალგაზრდებს, თქვენ მოიტანეთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში. ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყანას – ჩამოყალიბებული, სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.