საქართველო

ბიძინა ივანიშვილი: მინდა, მაღალი მოქალაქეობროვი პასუხისმგებლობისთვის ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო

კიდევ ერთხელ მინდა, ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს 31 ოქტომბერს და დღესაც, ამ რთულ პერიოდში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე.

მისი თქმით, პანდემიის ფონზე, ქართულმა საზოგადოებამ მაქსიმალური მობილიზაცია გამოიჩინა.

„მოგეხსენებათ, კოვიდი ბობოქრობს. მაქსიმალური მობილიზაცია გამოიჩინა ქართულმა საზოგადოებამ, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო. ამავდროულად, შეგახსენებთ, ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან და თავისუფალ გარემოში. მივიღეთ შედეგად ცხრა პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია. ამავდროულად იცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს. ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.