საქართველო

ბიძინა ივანიშვილი: ასე იოლი არ არის ჩემი ლიკვიდაცია – რაზეც გვარამია ოცნებობს

ბიძინა ივანიშვილმა უკრაინულ საიტზე, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ეჭვს არ იწვევს ის, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მის ლიკვიდაციაზე წამსვლელები არიან.

„მე იმ ჩანაწერების არ მჯერა, სანამ ავთენტურობა არ დამტკიცდება, რაც გუშინ გამოვიდა და რაზეც საუბრობდნენ პრეზიდენტი და მისი ბიძა, თუმცა, არაფერი არ მიკვირს. არ მიკვირს, თუნდაც ის ჩემთან დამოკიდებულებით – ნახეთ გვარამიას გამონათქვამი კვესიტაძესთან ერთად – რა სიტყვებს ხმარობს ჩემზე. ესენი რომ ამაზე არიან წამსვლელები, ეს ეჭვს არ იწვევს, მაგრამ უკაცრავად და ვიტყვი, რომ მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ. ასე იოლი არ არის ჩემი ლიკვიდაცია – რაზეც გვარამია ოცნებობს. საკუთარ თავს უკეთებენ ეს უბედურები ყველაფერს და ვერ გრძნობენ. მაგათ მაშინ ჰქონდათ, მგლის ხროვასავით ერთად რომ იყვნენ, მთელი სახელმწიფო ბერკეტი მათ ხელში რომ იყო, მაშინ ჩაგრავდნენ ქართველ კაცს, მაშინ აუპატიურებდნენ, მაშინ კლავდნენ, მაშინ ჩადიოდნენ ყველაფერს – ახლა მაგათ მაგის თავი სად აქვთ. ეგრე არ არის – არც იფიქროთ, გულშიც არ გაივლოთ. არა, წამსვლელები რომ არიან, კი ბატონო, ეჭვს არ იწვევს”, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრისას.

უკრაინულ ვებგვერდზე სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ალასანიას შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომლის ნამდვილობაც ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, თემურ ალასანია ამბობს: „ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც სნაიპერის ვინტოვკით მოკლავს ბიძინას“.