საქართველო

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მე-6 ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის მიხედვით

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მე-6 ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ დღეს გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის მიხედვით. მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის წელს საქართველოს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მე-9 ადგილიდან, სამი საფეხურით დაწინაურდა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის აქამდე დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია.

საქართველომ შეძლო, გაეუმჯობესებინა 10-დან 7 ინდიკატორი გასულ წელთან შედარებით, რის შედეგადაც გადავუსწარით ისეთ ლიდერ ქვეყნებს, როგორებიცაა ნორვეგია, აშშ და დიდი ბრიტანეთი.

საქართველოს მთავრობამ უკვე განახორციელა და კვლავ აგრძელებს რეფორმებს, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს პოზიციას მსოფლიო ბანკის მომდევნო წლების რეიტინგში. დაგეგმილია ფართომასშტაბიანი რეფორმები გადახდისუუნარობის კანონმდებლობის რეფორმის მიმართულებით.