საქართველო

ბექა მჭედლიშვილი: „გრძელდება თავდაცვის სამინისტროს, მისი დღევანდელი მენეჯმენტის და ჯარის მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ცილისწამებების და დეზინფორმაციების გავრცელება“

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა მჭედლიშვილი აცხადებს, რომ გრძელდება თავდაცვის სამინისტროს, მისი დღევანდელი მენეჯმენტის და ჯარის მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ცილისწამებების და დეზინფორმაციების გავრცელება.

„გრძელდება თავდაცვის სამინისტროს, მისი დღევანდელიმენეჯმენტის და ჯარის მიმართ აბსოლუტურადდაუსაბუთებელი, ცილისწამებების და დეზინფორმაციებისგავრცელება, თან სულ ერთი და იგივე ადამიანები არიან ამდეზინფორმაციების გამავრცელებლები, ვითომ არ ვიცით, ვინ არიან, ვინ კარნახობთ და რა მიზნით… 

ე.წ ჟურნალისტი, ელისო კილაძე, მორიგ დეზინფორმაციასავრცელებს, თითქოს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს”დელტას” და საავიაციო ქარხნის გაყიდვას, ეს მაშინ, როცა, ბოლო 1 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ რაც თავდაცვისსამინისტროს ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს: 

⦿ თავდაცვის ძალების ავიაციის პარკის განახლების პროექტიწარმატებით მიმდინარეობს. ტექნიკის აღდგენის პროექტზესააქციო საზოგადოება თამ „თბილავიამშენისა“ და სსსტც„დელტას“ თანამშრომლები ერთობლივად მუშაობენ. უახლოეს პერიოდში მოხდება სატრანსპორტოშვეულმფრენების მი-8 მტვ, UH-1-ების და სასწავლოსავარჯიშო თვითმფრინავების L-39-ების რეაბილიტაცია დაგანახლება. უკვე მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვისძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპისთვითმფრინავების და მოიერიშე შვეულმფრენების მი-24-ებისკაპიტალური სარემონტო სამუშაოები. 

⦿ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა„დელტამ“ “დელტა ტექსტილი” დააფუძნა. სამკერვალოფაბრიკაში, რომელიც თანამედროვე იტალიური დაიაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით არისაღჭურვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა დასხვა ძალოვან უწყებებში მომსახურე პირებისთვის მაღალიხარისხის ზამთრისა და ზაფხულის საველე დაყოველდღიური სამუშაო ფორმები შეიკერება. აქვე მოხდებასაბრძოლო ეკიპირების, ინდივიდუალური დაცვისა დაგანტვირთვის სისტემების, მაისურების, საწვიმარილაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, სანივთე ტომრების დასპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება. 

⦿ „დელტას“ სამშენებლო კომპანიამ „ჯარის ქალაქის – Army City“-ის მშენებლობა დაიწყო, სადაც სამხედროები ბინებს 50%-იანი თანადაფინანსებით მიიღებენ, ხოლო დარჩენილითანხის გადასახდელად მრავალწლიანი, შიდა, უპროცენტოგანვადებით ისარგებლებენ. (ჯარისკაცებს კვადრატულიმეტრის ფასი დაახლოებით 100 დოლარი იქნება) 

⦿ პირველად ისტორიაში საქართველოს თავდაცვის ძალებსსამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერწარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციურიდანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა. 

⦿ სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზესაფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმოს შენობაგაიხსნა. რა თქმა უნდა, თავში ნახსენები “ინფორმაცია” არისწმინდა წყლის დეზინფორმაცია და არაფერი საერთო არ აქვსსიმართლესთან. ყველაფერი საუკეთესო ჯარს – ეს არისთავდაცვის სამინისტროს დღევანდელი მენეჯმენტის ამოცანა, რომლის შესრულებაც წარმატებით მიმდინარეობს, იმისმიუხედავად, ვის არ აწყობს ეს და ვის ეჩხირება ყელში ყველაის რეფორმა და სიახლე, რომელიც სულ რაღაც 1 წელიწადშიგანხორციელდა თითოეული ჯარისკაცისთვის და მათიოჯახებისთვის!“- აცხადებს ბექა მჭედლიშვილი.