აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ბენიამინ ნეთანიაჰუ საიდუმლო მოლაპარაკებების გასამართად საუდის არაბეთში ჩაფრინდა

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საიდუმლო მოლაპარაკებების გასამართად საუდის არაბეთში ჩაფრინდა, სადაც ტახტის მემკვიდრე პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება, იტყობინება BBC ისრაელის მედიაზე დაყრდნობით.

ეს პირველი შეხვედრა იქნება ორ ისტორიულად მტრულად განწყობილ სახელმწიფოთა ლიდერებს შორის, რაც კი დღემდე არის ცნობილი.

ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშია. ორივე ქვეყანა აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირეა. პრეზიდენტმა ტრმპმა ცოტა ხნის წინ იკისრა შუამავლის როლი დამყარებულიყო დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, ბაჰრეითან და სუდანთან.  

ისრაელის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სხვა მედია საშუალებების რეპორტაჟების თანახმად, ნეთანიაჰუ და სადაზვერვო სამსახურის, „მოსადის“ ხელმძღვანელი იოსი კოენი საუდის არაბეთში, კვირა საღამოს პრინც მუჰამედთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ.

საუდის არაბეთი მიესალმა, თუმცა სიფრთხილით მოეკიდა ამ ნაბიჯებს და განაცხადა, რომ ის დაელოდება იმ დროს, როცა ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერება ხელი.

საუდის არაბეთის მაღალი თანამდებობის პირმა „The Wall Street Journal“ -ს უთხრა, რომ ლიდერებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია და ირანის საკითხი, მაგრამ მნიშვნელოვანი შეთანხმებები არ ყოფილა მიღწეული.  

ორშაბათს, ისრაელის მაღალი რანგის თანამდებობის პირებისგან შემდგარი დელეგაცია ასევე სუდანში გაემგზავრა და ესეც პირველი მსგავსი ვიზიტი იქნება ყოფილ მტრულ ქვეყანაში.

GUARDIAN.GE