ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ბელარუსში გამართულ მასობრივ დემონსტრანციაზე პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააპატიმრა

სულ მცირე 100 ადამიანი დააპატიმრა პოლიციამ ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და სხვა ქალაქებში, სადაც უკვე თითქმის ერთი თვეა პრეზიდენტ ალექსანდერ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

როგორც BBCიუწყება, კვირას ათეულობით ათასი დემონსტრანტი იყო გამოსული მინსკის ქუჩებში, სადაც უსაფრთხოების საგანგებო ზომებია მიღებულია. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის მისასხურებელი გამოიყენა.

დემონსტრანტები ლუკაშენკოს 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. BBC-ის ცნობით, მასობრივი გამოსვლების დაწყებიდან დღემდე ბელარუსში სულ მცირე 4 ადამიანი იქნა მოკლული და ასეულობით სხვამ დაზიანება მიიღო.

ლუკაშენკო, რომელიც ბელარუსის სათავეში 1994 წლიდან არის, დათმობებზე წასვლას არ აპირებს და დასავლეთს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.