ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80% მიიღო

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში პროტესტანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ტელევიზიამ კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტ პოლის შედეგები გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც დიდი უპირატესობით მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს.

მინსკში პოლიციამ ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

სახელმწიფო ტელევიზიის ეგზიტ პოლის თანახმად ლუკაშენკომ ხმების დაახლოებით 80% მიიღო, მთავარმა ოპოზიციონერმა კანდიდატმა, 37 წლის სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელი საარჩევნო მარათონში პატიმრობაში მყოფი ქმრის ნაცვლად ჩაება, 7%. მან განაცხადა, რომ არ ენდობა ამ მონაცემებს. „მე მჯერა და ვხედავ, რომ უმრავლესობა ჩვენთანაა“, თქვა მან კვირა საღამოს გამართულ პრესკონფერენციანზე.

ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხმების ალტერნატიულ გადათვლას განახორციელებენ.   

65 წლის ლუკაშენკომ, რომელიც ბელარუსის სათავეში 1994 წლიდანაა, აღთქმა დადო, რომ ქვეყანა „კონტროლის ქვეშ“ დარჩება.

GUARDIAN.GE