ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ბელარუსიდან დაძრულმა რუსულმა არმიამ, რომელიც 65 კილომეტრზეა გადაჭიმული, კიევის გარეუბნებამდე მიაღწია

ბელარუსიდან დაძრული რუსული არმია განაგრძობს კიევის მიმართულებით მტკიცე სვლას. სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ შეიარაღებული კოლონა დაახლოებით 65 კილომეტრის (40 მილი) სიგრძეზეა გადაჭიმული. როგორც CNN იტყობინება, უზარმაზარი სამხედრო კოლონა ჯავშანტექნიკისგან, ტანკებისგან, არტილერიისგან და სხვა ლოგისტიკური სატრანსპორტო საშუალებებისგან. CNN-ის ცნობითვე, რუსულმა სამხედრო კოლონამ კიევის გარეუბნებამდე მიაღწია.

აშშ-ის კომპანია „მაქსარის“ სატელიტური დაკვირვების მიხედვით, კოლონამ სამხრეთ ბელარუსი ორშაბათს დატოვა და თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ მისი სიგრძე 27კმ. (17 მილი) იყო, თუმცა შემდეგ მონაცემები დაზუსტდა. რუსული კოლონა ანტონოვის ავიაბაზიდან ​ პრიბირსკის ჩრდილოეთამდეა გადაჭიმული და კიევის ცენტრიდან 24 კილომეტრის მანძილზე იმყოფება.

თვითმხილველების განცხადებით, რუსულმა ჯარებმა თავდასხმა უკრაინის სამხრეთ ქალაქ ხერსონზე წამოიწყეს. ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ოფიციალური ცნობებით, ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ არის დადგენილი.

სულ ახლახან კი უკრაინის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ სულ მცირე 70 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა თავიანთ ოხტირკის სამხედრო ბაზაზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად.

ორშაბათს, ბელარუსის საზღვარზე რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, მაგრამ არავითარი შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, გარდა იმისა, რომ მომავალ დღეებში ისევ შეხვდებიან.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესშიც კი არ შეუწყვეტიათ რუსებს უკრაინის ქალქებისა და დასახლებული პუნქტების, მათ შორის ხარკოვის, კიევისა და ჩერნიშევის დაბომბვები. ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვას მოითხოვს.

ურაინამ ოფიციალურად მოითხოვა ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც სულ მცირე ბლოკის რვა წევრმა გამოუცხადა მხარდაჭერა.

guardian.ge