მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ბარაქ ობამამ სოციალური მედიის „უპასუხისმგებლო“ გამოყენების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა

იანვარში აშშ-ის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ თავის იშვიათ ინტერვიუში ბარაქ ობამამ სოციალური მედიის უპასუხისმგებლო გამოყენების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა.

მან გამაფრთხილებლად თქვა, რომ ამგვარი ქმედებები ანადგურებენ ადამიანების კომპლექსური საკითხების გაგებას და ემსახურებიან დეზინფორმაციის გავრცელებას.

როგორც BBC წერს, მისი შემცვლელი დონალდ ტრამპი „თვითერის“ ნაყოფიერი მომხმარებელია, მაგრამ ობამას იგი სახელით და გვარით არ უხსენებია.

ობამასთან ინტერვიუ „BBC Radio 4“-ის პროგრამა Today-ისთვის პრინცმა ჰარიმ ჩაწერა. ჰარი, რომელიც სამეფო ტახტის რიგში მე-5 ადგილზეა, ერთ-ერთია ცნობილ პიროვნებებს შორის, რომლებიც აღნიშნულ პროგრამაში შობის პერიოდში სახელოვან ადამიანებს მასპინძლობენ.

აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი ვინც ძალაუფლების სათავეში არიან, ფრთხილები უნდა იყვნენ, როცა შეტყობინებებს აქვეყნებენ, რადგან მისი აზრით, სოციალური მედია ამახინჯებს სამოქალაქო მსჯელობებს.

მან გამოხატა წუხილი მომავლის შესახებ, სადაც ფაქტები არის უარყოფილი და ადამიანები მხოლოდ კითხულობენ და უსმენენ იმ ამბებს, რომლებიც განამტკიცებს თავიანთ საკუთარ შეხედულებებს.

GUARDIAN.GE