მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ბაიდენმა დაზვერვის სააგენტოებს დაავალა „გააორმაგონ თავიანთი ძალისხმევები“ „კოვიდ-19“-ის წარმოშობასთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა დაავალა სადაზვერვო სააგენტოებს „გააორმაგონ თავიანთი ძალისხმევები“ „კოვიდ-19“-ის წარმოშობასთან დაკავშირებით და 90 დღის განმავლობაში მას ამის შესახებ ანგარიში წარუდგინონ.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენმა „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ ანგარიში პრეზიდენტის უფლებამოსილების შედგომიდანვე მოითხოვა და მასში ის უნდა ყოფილიყო განსაზღვრული, ვირუსი „ადამიანის ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტისგან წარმოიშვა თუ ლაბორატორიული შემთხვევიდან“. 

პირველად ახალი კორონავირუსი 2019 წლის ბოლოს ჩინეთის ქალაქ ვუხანში გამოვლინდა და მას შემდეგ მთელ მსოფლიოში 168 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია სულ მცირე 3.5 მილიონი ადამიანი.

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, ვირუსი ქალაქ ვუხანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან გავრცელდა და მეცნიერებს სჯეროდათ, რომ ის ადამიანს ცხოველისგან გადაედო, მაგრამ ბოლო პერიოდში ამერიკული მედია ინტენსიურად წერს იმის თაობაზე, რომ ვირუსი შესაძლოა არა ზღვის პროდუქტების ბაზრიდან, არამედ ჩინეთის ლაბორატორიიდან გავრცელებულიყო.