ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ბაიდენმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, პუტინის მიმართ პერსონალური სანქციები დაწესდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ განიხილება პერსონალური სანქციების დაწესება ვლადიმერ პუტინის მიმართ, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. მისი თქმით, მსოფლიოსთვის „უზარმაზარი შედეგები“ ექნება რუსული ჯარის მიერ უკრაინის საზღვრის გადალახვას და ეს შესაძლოა, „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მსხვილი შეჭრა“ იყოს. მან დაამატა, რომ თავს ვალდებულად მიიჩნევს, გააძლიეროს ნატოს ყოფნა აღმოსავლეთ ევროპაში.

„ჩვენ მკაფიო უნდა გავხადოთ, რომ არავინ, ნატოს არც ერთი წევრი არ უნდა წუხდეს იმის თაობაზე დაიცავს თუ არა ნატო მათ“, – აღნიშნა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას, თუმცა კვლავ გაიმეორა, რომ არ არსებობს აშშ-ის ჯარების თავად უკრაიანაში გაგზავნის გეგმები.

რუსეთმა ბაიდენის კომენტარებს აღშფოთებით უპასუხა და აშშ და ნატო უკრაინის იარაღით უხვად მიწოდებაში დაადანაშაულა.

„არ არსებობს ახსნა იმისა, თუ რას აკეთებს ამერიკული ფლოტი რუსეთის სანაპიროსთან ახლოს“, – ნათქვამია გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ცალკე გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ თეთრი სახლი ნავთობისა და გაზის მიმწოდებლებთან მუშაობს მთელ მსოფლიოში, რათა გაზარდოს ევროპაში მიწოდება იმ შემთხვევისთვის, თუკი რუსეთი შეწყვეტს მიწოდებას, იტყობინება New York Times-ი.

რუსეთი ამჟამად ევროკავშირის მიერ იმპორტირებული ნედლი ნავთობისა და გაზის დაახლოებით მესამედს უზრუნველყოფს.

guardian.ge