საქართველო

ბათუმის შემოვლითი ახალი 14კმ-იანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

ფოტო – SMEC International Pty Ltd.

ბათუმის შემოვლითი ახალი 14კმ-იანი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში შენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

“ამჟამად, არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას.

პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას, საკურორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა”, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს კომპანია POLAT YOL & MAPA

პროექტის ზედამხედველობას აწარმოებს კომპანია – SMEC International Pty Ltd.