საქართველო

11 წლის საბა კოჩალიძის და თავისი დის სკოლიდან წასვლის გამო დახურული ახალქალაქის სოფელ აფნიის ქართული საჯარო სკოლა ისევ გაიხსნა და მას და-ძმაც დაუბრუნდა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ ორი მოსწავლე, და-ძმა სწავლობდა, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებისთანავე დაიკეტა, რადგან მშობლებმა თავიანთი შვილები ახალციხეში გადაიყვანეს სასწავლებლად, სკოლა მოსწავლეების გარეშე დარჩა, ბადრი კოჩალიძემ კი, რომელიც სამი ათეული წელი ედგა აფნიის სკოლას სათავეში, დირექტორის თანამდებობა დატოვა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე საბა კოჩალიძე სოფელ აფნიაში – 2023 წლის მაისი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელი პირების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, თერეზა ჩივჩიანის, აფნიის მეზობელი ქართული სოფლის, გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორის, ეთერ ნადირაძის და აფნიის მცხოვრებთა ძალისხმევით, სკოლამ რამდენიმე თვეში განაახლა მუშაობა – მას შემდეგ, რაც სოფლის მცხოვრებთა მოთხოვნით და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დირექტორად ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, ქალბატონი მაია შავაძე დაინიშნა და რაც აფნიის სკოლაში გოგაშენიდან მოსწავლეების ნაწილი გადავიდა და ასევე სოფელს და სკოლას და-ძმა კოჩალიძეები დაუბრუნდნენ.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აფნია – 2023 წლის მაისი
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აფნია – 2023 წლის მაისი
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აფნია, ხელმარცხნივ საჯარო სკოლა – 2023 წლის მაისი

„აფნიის საჯარო სკოლა 2023 წლის სექტემბერში დაიკეტა, რადგან მას აღარ ჰყავდა ბავშვები, დირექტორმა დაწერა განცხადება და წავიდა, მეტი რაღა დარჩენოდა, სხვა გზა აღარც ჰქონდა… ბუღალტერი და საქმის მწარმოებელი კი ჩემი მოსვლის შემდეგ წავიდნენ… სკოლაში ბოლო წლების განავლობაში მხოლოდ ორი მოსწავლე ირიცხებოდა, ერთი ოჯახის წევრები – და-ძმა, არადა, ამ სოფელში მათ გარდა სასკოლო ასაკის სხვა ბავშვებიც ცხოვრობენ, რომლებიც მეზობელ გოგაშენის სკოლაში დადიოდნენ. ბოლოს, ისე მოხდა, რომ ამ და-ძმის მშობლებმაც აღარ ისურვეს თავიანთი შვილების გაშვება აფნიის სკოლაში და ისინი ახალციხეში გადაიყვანეს სასწავლებლად.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: მარცხნიდან მარჯვნივ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე საბა კოჩალიძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე ანიტა ქამაშიძე და თავისი ძმა, გოგაშენის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ბექა ქამაშიძე სოფელ აფნიაში – 2023 წლის მაისი
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: მარჯვნიდან მარცხნივ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე ანიტა ქამაშიძე და თავისი ძმა, გოგაშენის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ბექა ქამაშიძე სოფელ აფნიაში – 2023 წლის მაისი
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე ანიტა ქამაშიძე – 2023 წლის მაისი
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე ანიტა ქამაშიძე – 2023 წლის მაისი
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აფნია – 2023 წლის მაისი
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აფნია – 2023 წლის მაისი
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიიდან გადაღებული ვარძია – 2023 წლის მაისი
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიიდან გადაღებული ვარძია და მიმდებარე ტერიტორია – 2023 წლის მაისი

„აფნიის საჯარო სკოლა ამ მდგომარეობამდე არასწორმა მენეჯმენტმა და სასწავლო პროცესისადმი ზერელე დამოკიდებულებამ მიიყვანა. არ ჰყავდათ არც ერთი უფროსი მასწავლებელი და არც უზრუნიათ კადრების მოზიდვაზე. მათემატიკას ასწავლიდა ბუღალტერი, ტექნიკუმის დიპლომით. მხოლოდ სამი მასწავლებელი მუშაობდა – დირექტორი, ბუღალტერი და საქმის მწარმოებელი და მათ ჰქონდათ ყველა საათი განაწილებული, თან არც ერთი არ ყოფილა უფროსი მასწავლებელი. სადღეისოდ კი, სკოლაში 12 პედაგოგია დასაქმებული და ყველა მაღალკვალიფიციური კადრია. მთლიანად შეიცვალა სკოლის შემადგენლობა, ძველი კადრებიდან მხოლოდ დარაჯი დარჩა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი მაია შავაძე

„საკადრო პოლიტიკის გადაწყვეტისას თავდაპირველად გარკვეულმა წინააღმდეგობამ იჩინა თავი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მოლაპარაკების გზით მოგვარდა. თავისი ნებით დაწერეს განცხადებები და წავიდნენ. ამჟამად, სკოლაში აბსოლუტურად ყველა ვაკანსია შევსებულია“, – განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ მაია შავაძემ.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი მაია შავაძე

მისი თქმით, აფნიის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად  2023 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა და მას შემდეგ სკოლაში არაერთი პრობლემის მოგვარება მოუწია, რათა სასწავლო პროცესის დროულად განახლებისთვის სათანადო გარემო პირობები შექმნილიყო.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი მაია შავაძე – 2023 წლის დეკემბერი

„მშობლები მოითხოვნდნენ წინა დირექტორის გათავისუფლებას და ამავე დროს, სკოლის ახალი პედაგოგებით შევსებას. ამან დიდი დრო წაიღო. სანამ დავარწმუნებდით ბუღალტერს და საქმის მწარმოებელს – რომლებიც მასწავლებლებიც იყვნენ – რომ უნდა დაეტოვებინათ სკოლა, რათა სწავლის პროცესი განახლებულიყო, საკმაო დრო გავიდა. მათი წასვლა სოფლის მცხოვრებლებისთვის, მშობლებისთვის, რომლებიც ამას ითხოვდნენ, მნიშვნელოვანი იყო.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლა – 2023 წლის დეკემბერი

„აფნიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 2023-2024 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, 15 იანვრიდან განახლდა. აქ არაერთი პრობლემა დაგვხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად კარგი, ახალი სკოლაა, შიდა სივრცეში ბევრი რამ იყო გასაკეთებელი. სკოლა, ფაქტობრივად, დაწყებითი საფეხურისთვის იყო გათვლილი და აქ მხოლოდ სამი საკლასო ოთახი ფუნქციონირებდა, დანარჩენი ღია სივრცე იყო, არადა 7 საკლასო ოთახი გვესაჭიროებოდა, ძველ შენობაში ვერ გადავიყვანდით ბავშვების ნაწილს, რადგან ის მთლიანად ამორტიზებული და სარემონტოა, იქ ბავშვებს ვერანაიარად ვერ შევიყვანდით და მშობლებიც არ დათანხმდებოდნენ ამას, ამიტომ აქ მოგვიწია გადაკეთება, გადატიხვრა ოთახების – ეს სახელდახელოდ რაც გავაკეთეთ, შემდეგ ალბათ, მივმართავთ ჩვენი სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, რომ გამოიყოს შესაბამისი დაფინანსება, რათა ფუნდამენტურად მოხდეს საკლასო ოთახების გადატიხვრა და რემონტი, რადგან ჯერ კიდევ არის საკლასო ოთახები, რომელთაც კარი არ აქვთ, ღია, ერთიანი სივრცეა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლა – 2023 წლის დეკემბერი

ახლა, ზამთრის პირობებში ამის დრო მაინც არ არის, მთავარია ამ ეტაპზე სწავლება მაღალ დონეზე გაგრძელდეს, დანარჩენს შემდგომში მიეხედება. რაც მთავარია, სკოლაში გათბობის სისტემა გამართულად მუშაობს, თუმცა უნდა ითქვას, რომ რამდენიმე გამათბობელი გადამწვარი დაგვხვდა, მაგრამ მოვაწესრიგეთ გათბობის სისტემა, სკოლაში სითბო გვაქვს.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი მაია შავაძე – 2023 წლის დეკემბერი

„გვყავს პირველი, მეორე, მესამე, მეხუთე, მეშვიდე და მერვე კლასი, მთლიანობაში 8 მოსწავლე, წინა წლებში კი აფნიის სკოლაში მხოლოდ ორი მოსწავლე ირიცხებოდა, და-ძმა. ბავშვების შემომატებას ველოდებით. სხვათაშორის, ის და-ძმა, რომელიც ამ სკოლაში 2023 წლის სექტემბრამდე სწავლობდა და შემდეგ ახალციხეში გადავიდა სასწავლებლად, ისევ დაგვიბრუნდა აფნიაში, რამაც ძალიან გაგვახარა – ერთ-ერთი მათგანი მე-5 კლასში სწავლობს, მეორე კი მეშვიდეში.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი მაია შავაძე – 2023 წლის დეკემბერი

„ერთი რამაც მინდა მოგახსენოთ, გაოცებული ვარ. ერთ-ერთი მოსწავლის, მერვე კლასელის მშობელმა ასეთი რამ მითხრა, რომ ჩემს შვილსო, მიუხედავად იმისა, რომ ამ სკოლაში ერთი დღეც არ უსწავლიაო, გოგაშენში ვატარებდიო, ყოველთვის იმას ვამბობდიო, რომ თუ შეიცვლებოდა აქ მდგომარეობა, ესენი მოშორდებოდნენო ამ სკოლას, ერთი დღეც რომ ყოფილიყო დარჩენილი სკოლის დამთავრებამდე, აუცილებლად ამ სკოლაში გადმოვიყვანდიო, თუგინდ იმ ერთი დღისთვისაცო.  და მართალაც, პირველი მან შემოგვიღო კარები და მოგვმართა განცხადებით, რომ თავის შვილს აქ ესწავლა“, – აღნიშნა მაია შავაძემ.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლა – 2023 წლის დეკემბერი
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლა – 2023 წლის დეკემბერი
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლა – 2023 წლის დეკემბერი

„ბიზნესკონტინენტის“ შეკითხვაზე – რამდენად გქონდათ ხელშეწყობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელი პირების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ქალბატონი თერეზა ჩივჩიანის და გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორის, ქალბატონი ეთერ ნადირაძის მხრიდან, იმ პროცესის წარმართვაში, რასაც 2023 წლის სექტემბერში დროებით დახურული სკოლის ხელახლა გახსნა და მოსწავლეებით შევსება მოჰყვა? – აფნიის საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მაია შავაძემ უპასუხა, რომ ასეთი მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გახდებოდა და რომ არა მათი სასიკეთო და დროული ჩარევა, შესაძლოა, აფნიის საჯარო სკოლა სამუდამოდაც კი დახურულიყო.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი მაია შავაძე – 2023 წლის დეკემბერი

„დირექტორად დანიშვნისთანავე, სკოლაში უნდა შემექმნა ისეთი აუცილებელი პირობა, რომელიც მისაღები იქნებოდა პირველ რიგში მოსწავლეებისთვის და რა თქმა უნდა, პედაგოგებისა და მშობლებისთვის და ამ ყველაფერში მხარდაჭერა მჭირდებოდა. რომ არა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ქალბატონი თერეზა ჩივჩიანის და ქალბატონი ეთერ ნადირაძის უპირობო დახმარება, ვერაფერს გავხდებოდი. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ყველაფერი შემაძლებინა მათმა უპირობო დახმარებამ. რესურსცენტრის უფროსი ყოველდღე მირეკავდა, მეხმარებოდა, რომ სკოლის მასწავლებლებით შევსება დროულად მომხდარიყო – ყველანაირად მხარში დამიდგა, ასევე დიდი თანადგომა გამიწია ქალბატონმა ეთერ ნადირაძემ, რომ მასწავლებლების და მოსწავლეების ნაწილი გოგაშენის სკოლიდან აქ გადმოსულიყვნენ, ახლომდებარე სოფლიდან, ოკამიდანაც მოვიყვანეთ პედაგოგი, ახალქალაქიდანაც დაგვჭირდა რუსული ენის სპეციალისტის მოწვევა, არ ვიცი, მაქსიმალური ხელშეწყობა მქონდა ამაში მათი მხრიდან, რათა ეს რთული გზა წაფორხილების გარეშე გამევლო“, – განაცხადა მაია შავაძემ.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი მაია შავაძე – 2023 წლის დეკემბერი

მისი თქმით, აფნიის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის შეთავაზება მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო და მხოლოდ იმიტომ დათანხმდა ამ წინადადებას, რომ ჯავახეთში ქართული სკოლა არ დახურულიყო.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი მაია შავაძე – 2023 წლის დეკემბერი

„დირექტორის პოსტზე მუშაობის შეთავაზება ჩემთვის მართლაც მოულოდნელი იყო. სიმართლე რომ გითხრათ, როგორც კი დადგა კადრის შერჩევის საკითხი ახალქალაქის მერიის, რესურსცენტრის მხრიდან და დაიწყო გამოკვლევა თუ რატომ დაიკეტა სკოლა, რა მოხდა და დაისვა საკითხი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი კადრი, რომელიც მოახერხებდა მდგომარეობის ჩიხიდან გამოყვანას – მშობლებთან კონტაქტზეც გავიდნენ, მათაც ჰკითხეს აზრი – გამოიკვეთა, რომ თუ სკოლას ჩაუდგებოდა ახალი ხელმძღვანელი, მოვიდოდა ახალი პედკოლექტივი, მაშინ მოიყვანდნენ თავიანთ შვილებს. როცა კონკრეტულად დადგა საკითხი, თუ ვის ისურვებდნენ დირექტორად, ვის ენდობოდნენ, ერთობლივი გადაწყვეტილება გახმოვანდა, რომ თუ მე ავიღებდი ამ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე, და ვუხელმძღვანელებდი სკოლას, შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება და ასე შემომთავაზეს, მართლა მოულოდნელი იყო, დაფიქრება მჭირდებოდა, მაგრამ იმის განცდა, რომ ჯავახეთში ერთ-ერთი ქართული სკოლა უნდა დაკეტილიყო, ჩემთვის ძალზე მტკივნეული აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ მართლა რთულია ორ სკოლაში პედაგოგად მუშაობა, ამას დამატებული დირექტორის თანამდებობაზე საქმიანობაც, რაც უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს და უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაინც დავთანხმდი ამ წინადადებას.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი მაია შავაძე – 2023 წლის დეკემბერი

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ორ სკოლაში მასწავლებლობა და ამას დამატებული სკოლის დირექტორობა, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანურ ძალებს აღემატება. მოგეხსენებათ, პედაგოგობა რამდენად რთულია, რამდენად შრომატევადია. მოგეთხოვება, რომ მაღალი იყოს სწავლა-სწავლების ხარისხი, ვალდებული ხარ მაღალკვალიფიციური კადრებით შეავსო სკოლა, გამართული უნდა გქონდეს ინფრასტრუქტურა, ეს ხომ ცალკე უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, ამას ემატება პედაგოგობაც, მაღალ დონეზე უნდა ჩაატარო გაკვეთილი, ბავშვების მოლოდინი უნდა გაამართლო, საინტერესო აქტივობებით უნდა დააინტერესო მოსწავლეები, ამ ყველაფერს უნდა გაუმკლავდე. მართლა ვფიქრობ, რომ ადამიანურ ძალას აღემატება ეს ყოველივე, მაგრამ მხარში დგომამ, ერთობლიობამ, ჩემი კოლექტივის უპირობო მხარდაჭერამ გამაძლიერა, ამ უდიდესმა სიყვარულმა თითქოს ძალა შემმატა და ვუძლებ ამ ყოველივეს… იმის გაცნობიერამაც, თუ რამხელა დარტყმა იქნებოდა ასეთ რეგიონში ქართული სკოლის დაკეტვა, გამაბედინა ამ დიდი ტვირთის ზიდვაზე პასუხისმგებლობის აღება. თუ ეს სკოლა დაიკეტებოდა, დროთა განმავლობაში ეს სოფელზეც ნეგატიურ გავლენას მოახდენდა, უფრო დაიცლებოდა აქაურობა. მართალია, რომ გოგაშენამდე ემსახურებოდა  ტრანსპორტი ბავშვებს, მაგრამ პირველკლასელი 12 საათზე ამთავრებს სწავლას, მე-11, მე-12 კლასელი კი, 3 საათზე და პირველკლასელი ელოდებოდა ამ მაღალკალსელებს, რომ სახლში წასულიყო, როცა აქ შეუძლია, რომ გაკვეთილების დასრულებისთანავე, უცებ მიირბინოს სახლში.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი მაია შავაძე – 2023 წლის დეკემბერი

„სწავლა 2-ის ნახევარზე იწყება, ამჟამად 35-წუთიანი გაკვეთილები გვაქვს, დღეში ძირითადად 6 გაკვეთილი ტარდება, გამონაკლის შემთხვევებში შვიდიც. 5-წუთიანი დასვენებებია, გამონაკლისია დიდი დასვენება, რომელიც 10-წუთიანია. სწავლას საღამოს შვიდ საათამდე ვასრულებთ. მოკლედ, დილას 9-ის ნახევარზე გამოვდივარ სახლიდან და ღამე ვბრუნდები უკან“, – განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ მაია შავაძემ.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი მაია შავაძე – 2023 წლის დეკემბერი

ახალ დირექტორს იმედი აქვს, რომ აფნიის საჯარო სკოლაში სწავლის არაერთი მსურველი გამოჩნდება და სოფლიდან წასულები უკან დაბრუნდებიან.

„წინა დღეს, მე-5 კალსელმა ბავშვმა მითხრა, რომ ახალციხიდან დამირეკაო ერთმა ჩემმა თანატოლმა, რომ მეც შენს სკოლაში ვაპირებო გადმოსვლას. უკვე მსურველები გამოჩნდნენ. ჯერ ინფორმაციას სათანადო გავრცელება სჭირდება, უნდა გაიგონ, რომ ყველა საგანს თავისი პროფესიის მცოდნე, მაღალკვალიფიციური მასწავლებლები ასწავლიან  და ვფიქრობ, რომ მოსწავლეთა კონტინგენტის თვალსაზრისით, სამომავლოდ კიდევ უფრო უკეთესი სურათი გვექნება, რაც მთავარია, ამ ეტაპზე სკოლა დახურვას გადაურჩა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ სოფლისა და რეგიონისათვის. აქ მხოლოდ 1-2 ოჯახი თუა ადგილობრივი, დანარჩენი აჭარიდან ჩამოსახლებულები არიან და მეც მაშინ მომიწია აქ ჩამოსვლა საცხოვრებლად, 1989 წელს დავიწყე გოგაშენის სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობა და დღემდე შემოვრჩი აქაურობას“, – უთხრა „ბიზნესკონტინენტს“ მაია შავაძემ.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აფნია – 2023 წლის დეკემბერი
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აფნია – 2023 წლის დეკემბერი
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აფნიის შესასვლელი – 2023 წლის დეკემბერი

„ბიზნესკონტინენტმა“ რამდენიმე შეკითხვით სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ეთერ ნადირაძესაც მიმართა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი, მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ეთერ ნადირაძე – 2023 წლის დეკემბერი

მისი ინფორმაციით, გოგაშენის საჯარო სკოლაში, მას შემდეგ რაც  7 მოსწავლე  აფნიის საჯარო სკოლაში გადავიდა სწავლის გასაგრძელებლად, 40 მოსწავლე ირიცხება.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები – 2023 წლის დეკემბერი

ეთერ ნადირაძის თქმით, აფნიის საჯარო სკოლაში ის მოსწავლეები გადავიდნენ სასწავლებლად, რომლებიც აფნიის მკვიდრნი არიან და მანამდე გოგაშენის საჯარო სკოლაში იმიტომ არჩევდნენ სიარულს, რომ თავიანთის სოფლის სკოლაში არაკვალიფიციური პედაგოგები ასწავლიდნენ.  მისი შეფასებით, ბავშვების მშობლიური სოფლის სკოლაში დაბრუნების მიზეზი ისაა, რომ აფნიის სკოლაში დირექტორი შეიცვალა და იქ კვალიფიციური პედაგოგები დასაქმდნენ.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი, მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ეთერ ნადირაძე – 2023 წლის დეკემბერი

გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორის განცხადებით, 2023 წლის სექტემბერში დაკეტილი აფნიის საჯარო სკოლის გახსნის საქმეში დიდი ხელშეწყობა იყო ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი, მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ეთერ ნადირაძე მოსწავლეებთან ერთად – 2023 წლის დეკემბერი

„არა მხოლოდ რესურსცენტრი, ადგილობრივი თვითმმართველობაც ჩაერია, რადგან სკოლა ფაქტობრივად, დაიკეტა მას შემდეგ, რაც ის ორი ბავშვიც კი გადავიდა სხვაგან სასწავლებლად, რომელიც მანამდე იქ სწავლობდა. ქართულ სოფელში სკოლის დაკეტვა ძალიან რთული საკითხია. დაკეტვა ადვილია, მაგრამ მერე გახსნაა დიდი პრობლემა. ამიტომ, სანამ სკოლა სრულ დაკეტვამდე მივიდოდა, მანამდე მოგვარდა ეს საკითხი“, – აღნიშნა ეთერ ნადირაძემ.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი, მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ეთერ ნადირაძე მოსწავლეებთან ერთად – 2023 წლის დეკემბერი

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი, მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ეთერ ნადირაძე მოსწავლეებთან ერთად – 2023 წლის დეკემბერი
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი, მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ეთერ ნადირაძე მოსწავლეებთან ერთად – 2023 წლის დეკემბერი
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი, მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ეთერ ნადირაძე მოსწავლეებთან ერთად – 2023 წლის დეკემბერი
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები – 2023 წლის დეკემბერი
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები – 2023 წლის დეკემბერი

„ბიზნესკონტინენტის“ შეკითხვაზე – ხომ არ იყო მტკივნეული მასსა და აფნიის საჯარო სკოლას შორის მოსწავლეების „გაყოფის“ პროცესი? – ეთერ ნადირაძემ უპასუხა, რომ არც ერთი სკოლის ხელმძღვანელ პირს, მით უფრო მცირეკონტინგენტიან სკოლაში, არ სურს მოსწავლეების სხვაგან გადინება, მაგრამ ამ შემთხვევაში იმდენად მნიშვნელოვანი იყო ქართულ სოფელში სკოლის შენარჩუნება, რომ დიდად არ უყოყმანია და მაქსიმალურად ხელი შეუწყო სკოლის შევსების პროცესს და თავის კოლეგას, ქალბატონ მაია შავაძეს სრული თანადგომა გამოუცხადა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები – 2023 წლის დეკემბერი

„ჩვენც გადავდგით ამისკენ გარკვეული ნაბიჯი. თავიდან, ბუნებრივია, არც ჩვენ გვინდოდა, რომ შეგვმცირებოდა კონტინგენტი, მაგრამ რადგან საქმე ისეთ მგრძნობიარე საკითხს ეხებოდა, როგორიც ქართული სკოლის ყოფნა-არყოფნა იყო, ბევრი არ მიყოყმანია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კლასი მთლიანად გაგვიუქმდა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის მასწავლებლები – 2023 წლის დეკემბერი

„ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პედაგოგების ნაწილიც გადავიდა აფნიაში სამუშაოდ, მეორე ცვლაში, ეს ყველაფერი რაღაცნაიარად მოგვარდა, დაბალანსდა. არც პედაგოგებში წარმოშობილა პროტესტი. გამოცხადდა კონკურსი ყველა საგანში და მასში მონაწილეობის შედეგად დასაქმდნენ ჩვენი გამოცდილი პედაგოგები აფნიაშიც, სხვებს არც კი მიუღიათ მონაწილეობა, მხოლოდ ისტორიის მასწავლებელია მეზობელი სოფლიდან და უცხო ენების – რუსულის და ინგლისურის მასწავლებლები მოვიდნენ გარედან. ასე რომ, შეივსო საშტატო ერთული.

„ბიზნესკონტინენტის“ შეკითხვაზე – აფნიის საჯარო სკოლას თქვენი კოლეგა, გოგაშენის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქალბატონი მაია შავაძე ჩაუდგა სათავეში. ვისი იდეა იყო ეს და თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს იგი მოსწავლეთა უკვე არსებული კონტინგენტის შენარჩუნებას/გაზრდას და სკოლის სხვა გამოწვევების გამკლავებას? – ქალბატონმა ეთერ ნადირაძემ უპასუხა, რომ მაია შავაძე კომპეტენტური კადრია და კარგად გაართმევს თავს გამოწვევებს.

„ვფიქრობ, რომ მომავალში ეს პრობლემა აღარ უნდა შეიქმნას ამ სკოლაში, ვიცნობთ ქალბატონ მაიას, იგი ფრიად კომპეტენტურია, მშობლების დიდი მხარდაჭერაც აქვს. მე როგორც ვიცი, მშობლების იდეა იყო მისი დირექტორის პოსტზე წარდგენა და მჯერა, რომ კარგად გაართმევს თავს დირექტორის თანამდებობაზე. ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა მას მუდამ ექნება. მსურს, რომ ეს პრობლემა, სკოლის დახურვის საკითხი, არასდროს დადგეს ამ სოფელში და რეგიონში. მოგეხსენებათ, რამდენად რთული მუნიციპალიტეტია, განსაკუთრებით ძნელია აქ ცხოვრება ზამთრის პერიოდში. ახლაც ისეთი თოვლია, რომ გადაადგილებაც კი ჭირს. ასეთ პირობებში აქ ცხოვრება მარტივი არ არის და ამ სოფლებს მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ“, – განაცხადა ეთერ ნადირაძემ.

„ბიზნესკონტინენტის“ მორიგ შეკითხვაზე – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 60-ზე მეტი საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, თუმცა ქართული სკოლები აბსოლუტურ უმცირესობას შეადგენენ. აფნიის მაგალითი, სადაც 2023 წელს სოფლის საჯარო სკოლა რამდენიმე თვით დახურული იყო, ხომ არ წარმოადგენს სიგნალს იმისას, რომ მსგავსი საფრთხის (დახურვის) წინაშე მუნიციპალიტეტის სხვა რომელიმე ქართული სკოლაც აღმოჩნდეს? (შესაძლოა, ეს მეზობელი სოფლების სკოლების გაერთიანებით გამოიხატოს).  და რა უნდა გაკეთდეს ასეთი საფრთხის თავიდან ასაცილებლად? – გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორმა უპასუხა, რომ ასეთი საფრთხე, დროთა განმავლობაში შესაძლოა, რეალური იყოს.

„შესაძლოა, რომ ამ საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ თუნდაც ჩვენი სოფელი და თუნდაც აფნია. სოფლიდან ხალხის გადინების პროცესს თუ შევხედავთ, ჯერჯერობით, ამის ერთადერთი შემაკავებელი სკოლაა. მეორე მხირვ, არც არის იმის საშუალება, რომ ოჯახები ასე მასობრივად გადავიდნენ საცხოვრებლად სხვაგან, ქალაქებში. ასეთი საშუალება რომ ჰქონდეთ, ალბათ ზოგი წავიდოდა, რადგან მიაჩნიათ, რომ უკეთეს განათლებას მისცემენ შვილებს. ბევრს ასე ჰგონია, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენი სკოლა – გოგაშენის საჯარო სკოლაზე ვსაუბრობ – ისეთ განათლებას აძლევს მოსწავლეებს, რომ ისინი ნებისმიერ სასწავლებელში თავისუფლად აბარებენ და წარმატებული არიან შემდგომშიც. ამის მაგალითები გვაქვს. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით ასრულებენ უმაღლეს სასწავლებლებს და შემდეგ სამსახურსაც თავისუფლად იწყებენ. ზოგადად, თუ მეტი ყურადღება და მეტი მხარდაჭერა იქნება ჩვენის სოფლების და სკოლების მიმართ, ამას ნამდვილად მივესალმებით. წარმატებას ვუსურვებ ქალბატონ მაიას, აფნიის საჯარო სკოლას და ჩვენს, გოგაშენის საჯარო სკოლას. დღემდე მეგობრულად მოვდიოდით მე და ქალბატონი მაია და მჯერა, რომ ასეც გაგრძელდება“, – აღნიშნა ეთერ ნადირაძემ.