საქართველო

ახალქალაქის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო შაინიძე: ვფიქრობ, პედაგოგებისთვის ხელფასების მნიშვნელოვანი მატება უფრო მეტი მოტივაციის წინაპირობა იქნება

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებები, მოსწავლეზე ორიენტირებული, სიღრმისეული სწავლა-სწავლება და პედაგოგებისთვის საგრძნობლად მომატებული ხელფასები უფრო მეტი მოტივაციის განმაპირობებელი იქნება და ეს საბოლოო ჯამში, უკეთეს შედეგებზე გაგვიყვანს, – განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის ქართულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა ვარდო შაინიძემ.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო შაინიძე

„მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. მე ახლა არ განვიხილავ დეტალურად აღნიშნულ ცვლილებებს, მაგრამ გამოვყოფდი რამდენიმე საკითხს. პირველი, მკაფიოდ გამოიკვეთა, თუ რას გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებული, სიღრმისეული სწავლა-სწავლება. ჩვენ, ბუნებრივია, მანამდეც მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო გვქონდა სკოლაში, თუმცა ახლა უფრო მეტად იქნება ეს შესაძლებელი, რადგან მასწავლებელს უფრო მეტი დრო ექნება მოსწავლისთვის და მომატებული ხელფასის პირობებში, ბუნებრივია, უფრო მეტი მოტივაციაც გაჩნდება და ეს თავისთავად, უკეთეს შედეგებზე გაგვიყვანს.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო შაინიძე

„ასევე, სკოლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია უფრო მეტი ავტონომიურობის მინიჭება და ესეც გათვალისწინებულია ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში. სკოლამ თავისი საჭიროების შესახებ თავად უკეთ იცის და მისთვის უფრო მეტი ავტონომიის მინიჭება, მათ შორის ფინანსურ ნაწილში, უდავოდ მისასალმებელია“, – უთხრა „ბიზნესკონტინენტს“ ვარდო შაინიძემ.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები

დირექტორის თქმით, აზმანის საჯარო სკოლას ადგილობრივი ხელისუფლების და რესურსცენტრის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც მუნიციპალიტეტში უმცირესობაში მყოფი ქართული სკოლებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის დირექტორი და მოსწავლეები
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები

„მაქსიმალური მხარდაჭერა გვაქვს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, როგორც მერიის, ისე საკრებულოს ხელმძღვანელი პირებისგან და რა თქმა უნდა, რესურსცენტრის მხრიდან. სკოლისთვის საჭირბოროტო ნებისმიერი საკითხი გულთან მიაქვთ ჩვენი მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ქალბატონ თერეზა ჩივჩიანს და მთავარ სპეციალისტს, ბატონ მანუჩარ მიქელაძეს.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აზმანა
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აზმანა
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აზმანა
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აზმანა
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტში ქართული სკოლები უმცირესობაში ვართ და იმისათვის, რომ აქ უფრო მეტად შეეწყოს ხელი ქართული სოფლების განვითარებას, ძალიან მნიშვნელოვანია სკოლების ფუნქციონირება. ასეთ ყინვაში, ხშირად საშინელ ქარბუქსა და ყინვაში, ასეთ ძნელ პირობებში რომ ადამიანები აქ ისევ განაგრძობენ ცხოვრებას, სხვაგან არ მიდიან, ქალაქში ან საზღვარგარეთ, ეს ხომ დასაფასებელია. ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი იმისა, რომ მიგრაცია მასობრივი არაა, სწორედ რომ სკოლაა, თუ აქ სკოლა არ იარსებებს, ბუნებრივია, არავინ გაჩერდება“, – განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ ვარდო შაინიძემ.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო შაინიძე

დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირეკონტინგენტიანია, იმ კლასების შეერთება მოხდა, სადაც კლასში ერთი ბავშვი ირიცხებოდა, რამაც საათების შემცირება გამოიწვია, თუმცა ვარდო შაინიძის ინფორმაციით, სკოლაში დასაქმებული 11 პედაგოგიდან შესაბამისი საათებით მაინც ყველა უზრუნველყოფილია და ამჟამად, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მასწავლებელთა სერტიფიცირების საკითხი იქნება.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები

„გამომდინარე იქიდან, რომ სკოლა მცირეკონტინგენტიანია, კლას-კომპლექტები ჩვენც გვაქვს, 4 კლასია გაერთიანებული, რამაც პედაგოგებში მცირე უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან საათების რაოდენობა შეუმცირდათ, მაგრამ მაინც, 11 პედაგოგიდან, 6 უფროსის სტატუსის მქონეა და სრულ განაკვეთზე მუშაობს, 18 საათი ან მეტი აქვთ. ჯერჯერობით, ისევ გვყავს არასერტიფიცირებული პედაგოგები, ე.წ. პრაქტიკოსები, რომლებიც უნდა ითქვას, რომ საკმაო გამოცდილების მქონენი არიან, კარგად იციან თავიანი საგანი, მაგრამ როცა საქმე ეხება გამოცდებს, კომპიუტერის გარკვეულ დონეზე ცოდნის აუცილებლობას, როგორც ჩანს, ერთგვარი დაბნეულობის შემტანია ეს მათთვის, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ წელს გამოცდაზე წარმატებას მიაღწევენ.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო შაინიძე

„აქ ერთი საკითხი იჩენს თავს. ისეთ რთულ კლიმატურ რეგიონში, როგორიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტია, სკოლებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე მსურველთა რაოდენობა ცოტაა ან საერთოდ არ არის. მე ჩემი სკოლის მაგალითზე გეუბნებით ამას. ახლაც გამოცხადებული მაქვს რამდენიმე ვაკანსია, მაგრამ როცა რეკავენ თბილისიდან, აჭარიდან თუ სხვა რეგიონებიდან და იგებენ აქაური რთული კლიმატური პირობების შესახებ, არავის უნდა მოსვლა. ამ შემთხვევაში ფასდაუდებელია იმ პედაგოგების ღვაწლი, რომლებიც აქ უკვე ათწლეულები ასწავლიან, მართალია, სერტიფიცირებული არ არიან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, თავიანთი საგნის კარგად მცოდნენი არიან, ბოლოს და ბოლოს ამდენი წლის მუშაობის სტაჟი და გამოცდილება აქვთ და ვფიქრობ, მათი შენარჩუნება აუცილებელია ასეთ რეგიონებში, რადგან სხვა შემთხვევაში შესაძლოა, საკადრო პრობლემები წარმოიშვას, რადგან როგორც გითხარით, აქ მოსვლა არავის უნდა“, – აღნიშნა ვარდო შაინიძემ.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის მასწავლებლები და დირექცია
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის მასწავლებლები და დირექცია
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის მასწავლებლები
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის მასწავლებლები და დირექცია
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის მასწავლებლები და დირექცია

აზმანის საჯარო სკოლის დირექტორის შეფასებით, პედაგოგთა საგამოცდო და სახელფასო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა, დადებითად იმოქმედებს სასწავლო პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვის თვალსაზრისით.

„რა თქმა უნდა, ხელფასების მომატება დიდი მოტივაციაა პედაგოგებისთვის. მე მაგალითად, იმ დროიდან ვმუშაობ მასწავლებლად, როცა კუპონებს ვიღებდით და ფული ისე იყო გაუფასურებული, რომ ჩვენი ხელფასით რამდენიმე კილოგრამ კარტოფილს თუ  იყიდდი, ორი წელი უხელფასოდაც კი მიმუშავია და ასეთი ბევრი იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში, მაგრამ ჩემი პროფესიისადმი სიყვარულმა არ მომცა იმის უფლება, რომ თუგინდ ასეთ რთულ პერიოდშიც კი მიმეტოვებინა სკოლა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო შაინიძე

ახლა ვხედავთ, რომ მასწავლებლის პროფესია უფრო ფასდება, უფრო პრესტიჟული ხდება, მატულობს ხელფასები, რაც ბევრ რამეს განაპირობებს, როდესაც ადამიანს სხვა შემოსავალი არაფერი აქვს. მინდა დიდი მადლობა მოვახსენო განათლების მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს, რომელიც ამ სასიკეთო ცვლილებების სათავეში დგას. მნიშვნელოვანია, რომ თავად ხვდება პედაგოგებს, ჩვენს რეგიონშიც იყო ჩამოსული, მათგან ისმენს პრობლემურ საკითხებს და შეძლებისდაგვარად, უკეთესობისკენ მიჰყავს განათლების სფერო. მაგალითად, მნიშვნელოვანია, რომ გამოცდების და პორტფოლიოს ნაწილში ბევრი რამ გამარტივდა. ამან უფრო მეტ პედაგოგს გაუჩინა გამოცდაზე გასვლისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი“, – განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ ვარდო შაინიძემ.