საქართველო

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია იგეგმება – დირექტორი

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის დირექტორის, ანუშ ქახკციანის განცხადებით, ახლო მომავალში სკოლის სრული რეაბილიტაცია იგეგმება და სოფელს თანამედროვე სტანდარტების სკოლა ექნება.

როგორც დირექტორმა აღნიშნა, ჯერ მათთვის არ უცნობებიათ თუ კონკრეტულად როდის უნდა დაიწყოს საკმაოდ დიდი მოცულობის სკოლის კაპიტალური რემონტი, მაგრამ ის კი უთხრეს, რომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ პროგრამაში, რომლის მიხედვითაც 2027 წლამდე საქართველოში 800-ზე მეტი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს, მერენიის საჯარო სკოლაც იქნება ჩართული.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის დირექტორი ანუშ ქახკციან

„ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, როდის დაიწყება სკოლის კაპიტალური რემონტი, სრული რეაბილიტაცია, მაგრამ გვითხრეს, რომ ეს აუცილებლად მოხდება, ალბათ, 2-3 წელიწადში, კონკრეტულად ვერ გეტყვით როდის უნდა დაიწყოს“, – განუცხადა „ბიზნესკონტინენტს“ ანუშ ქახკციანმა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლა

როგორც მან აღნიშნა, მისი დირექტორად დანიშვნიდან მოყოლებული დღემდე განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარებას და ამ მხრივ არაერთი საკითხი მოწესრიგდა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლა

„ჩვენ ყოველწლიურად რაღაცას ვაკეთებდით სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ. ჩვენი სახსრებით გავარემონტეთ ყველა საკლასო ოთახი, სამასწავლებლო, მთლიანად შევცვალეთ ავეჯი. ახალქალაქის მერიის დაფინანსებით კი, 5 წლის წინ, შენობის შიგნით მოვაწყვეთ სველი წერტილები. სკოლის ბიუჯეტით შევუდექით ცენტრალური გათბობის დამონტაჟებას, მაგრამ სამუშაოები შევაჩერეთ, რადგან მოგვივიდა ცნობა იმის შესახებ, რომ ჩვენი სკოლა სახელმწიფოს მიერ სრულად უნდა აღდგეს და აქედან გამომდინარე, დამატებითი ხარჯების გაწევა არ იქნებოდა მიზანშეწონილი. სასურველი იქნებოდა, ეს ინფორმაცია უფრო ადრე გვცოდნოდა, რომ საერთოდ არ დაგვეწყო გათბობის სისტემის მონტაჟი. ამჟამად, კაპიტალურ რემონტამდე, ინფრასტრუქტურული მიმართულებით ხარჯებს ბუნებრივია არ გავწევთ, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ – სამედიცინო ოთახი. 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისში უკვე გვექნება ექიმის ოთახი“, – უთხრა „ბიზნესკონტინენტს“ ანუშ ქახკციანმა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის დირექტორი ანუშ ქახკციან

დირექტორის ინფორმაციით, ამჟამად სკოლაში 18 მასწავლებელია, მათგან 13 უფროსია, დანარჩენები კი პრაქტიკოსები არიან, რომელთაგან ზოგიერთს ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდები და გრძელვადიან ტრენინგებში მონაწილეობის შემდეგ აიმაღლებენ სტატუსს, რამდენიმე მასწავლებელი კი წელს, ივლისში დაგეგმილ გამოცდებზე დარეგისტრირდა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მასწავლებლები

„ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ კარგი პედკოლექტივია, კარგი სპეციალისტები არიან. ყველანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მკვიდრნი არიან, მხოლოდ ერთი გვყავს ყაზახეთიდან, რუსულის მასწავლებელი, რომელიც აქ არის გათხოვილი და 40 წელია ასწავლის რუსულ ენას.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მასწავლებლები

„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახლახან ჩვენი სკოლის ორი კურსდამთავრებული შემოგვიერთდა და ბილინგვური სწავლების პროცესში ჩაერთნენ. მომავალ წელს, სავარაუდოდ, ამ სკოლის კიდევ ერთი აღზრდილი დაგვემატება პედაგოგის რანგში. ახალგაზრდა თაობის მასწავლებლების დიდმა ნაწილმა საკმაოდ კარგად იცის ქართული ენა, ჩვენგან განსხვავებით, რადგან ჩვენს დროს მხოლოდ მშობლიური ენისა და რუსულის სწავლებას ექცეოდა ყურადღება. სომხურ ენას 8 საათი ეთმობოდა, ქართულს კი, მხოლოდ 1-2 საათი და შესაბამისად, შედეგიც ცუდი იყო“, – განაცხადა ანუშ ქახკციანმა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მასწავლებლები

დირექტორი წუხს, რომ ბოლო ათწლეულებში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში, მერენიის სჯარო სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება, რაც ძირითადად, მიგრაციის მაღალი მაჩვენებლითაა განპირობებული.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მერენია

„2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში 97 მოსწავლე ირიცხებოდა, თუმცა მოგვიანებით 5 ბავშვი გამოგვაკლდა, რადგან ოჯახები საზღვარგარეთ წავიდნენ საცხოვრებლად და ბავშვებიც თან წაიყვანეს და დაგვრჩა 92 მოსწავლე. აქედან, 10-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა სკოლა და დარეგისტრირებულია 13 პირველკლასელი. ასე რომ, თუ მიგრაციის მიზეზით არ გამოგვაკლდნენ ბავშვები, 2024-2025 სასწავლო წლისთვის წესით, 95 მოსწავლე უნდა გვყავდეს. მაგრამ როგორც გაგვაჩნია ინფორმაცია კიდევ 5 მოსწავლე არ გვეყოლება, რადგან მათი ოჯახებიც უცხოეთში აპირებენ წასვლას.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ბავშვები სპორტის გაკვეთილზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის ეზოში

„ზოგადად, ბოლო ათწლეულებია, რაც სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა კლებისკენ მიდის, რადგან სოფლის მცხოვრებლები, სამუშაო ადგილების არქონის გამო, ტოვებენ აქაურობას და უცხოეთში მიდიან, ძირითადად, რუსეთში და სომხეთში. 2008 წელს, როდესაც სასწავლო ნაწილის გამგე გავხდი, 150-ამდე მოსწავლე გვყავდა, სულ რაღაც 5 წელიწადში, 2013 წელს, ჩემი დირექტორად დანიშვნის წელს კი, 127-მდე ირიცხებოდა, ბოლო წლებში, როგორც უკვე გითხარით, 100-ზე ნაკლებია.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეები

„არადა, საბჭოთა პერიოდში, მე-20 საუკუნის 60-იან, 70-იან წლებში მერენიის მაშინდელ საშუალო სკოლაში, როგორც ვიცი, 400 და მეტი მოსწავლეც სწავლობდა, რამდენიმე პარალელური კლასი იყო. როცა მე დავიწყე აქ მუშაობა, ძველი შენობა იდგა და სკოლის ეს შენობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, 1991 წელს აშენდა და გათვლილი იყო მოსწავლეთა დიდ რაოდენობაზე, რადგან მაშინ ჩვენი სოფლის სკოლისადმი მიმართვიანობის მოთხოვნა მაღალი იყო. ახლა კი სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო კლებისკენ მივდივართ“, – განაცხადა ანუშ ქახკციანმა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეები

დირექტორის ინფორმაციით, სადღეისოდ, მერენიის საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლების მხრივ კარგი მდგომარეობაა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის დირექტორი ანუშ ქახკციან

„სახელმწიფო ენის სწავლების კუთხით კარგი სურათია. ზოგიერთ კლასში ძალიან კარგი შედეგია. ბავშვები მონაწილეობენ საგანმანათლებლო კონკურსებში და კარგი შედეგებიც აჩვენს. ახლანდელ თაობას მეტი ინტერესი აქვს იმისა, რომ შეისწავლოს ქართული ენა. ამის დასტურია ის, რომ ბოლო ათწლეულს თუ გადავხედავთ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან, მათ შორის ბუნებრივია, ჩვენი სოფლიდანაც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიმართვიანობა გაზრდილია. ნაწილი აქ ამთავრებს უნივერსიტეტს, ნაწილი კი სომხეთში მიდის, ადრე მთლიანად სომხეთში ან რუსეთში მიდიოდნენ.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: საგაკვეთილო პროცესი ღია სივრცეში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში

„როგორც გითხარით, უკვე ჩვენი სკოლის ორი აღზრდილი ჩვენსავე სკოლაშია დასაქმებული ბილინგვური სწავლების განხრით. ეს საამაყოა. დღევანდელ პირობებში ყველანაირი საშუალება არსებოს იმისათვის, რომ სურვილის შემთხვევაში, საფუძვლიანად შეისწავლო ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ენა და წარმატებას მიაღწიო. ჩვენს დროს კი, ამის არანაირი პირობა არ არსებობდა. ძირეულად არის შეცვლილი მდგომარეობა და ჩვენი ბავშვობისა და ახლანდელი პერიოდის შედარებაც კი არ შეიძლება. ახლა მეტი ინტეგრაციია ქართულ გარემოსთან, სკოლებში საქმის წარმოება მთლიანად ქართულ ენაზე მიმდინარეობს. თავადაც ვკითხულობ, ვწერ ქართულად, თითქმის ყველაფერი მესმის, მაგრამ საუბარი მიჭირს. თავად გარემო პირობებია ისეთი, რომ ქართულ ენაზე ნაკლებად გიწევს კონტაქტი და აქედან გამომდინარე, ჩვენი თაობის ადამიანები ვერ ვახერხებთ ქართულ ენაში მეტი სრულყოფის მიღწევას“, – განაცხადა ანუშ ქახკციანმა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლა

მან მისი პედაგოგობის ყველაზე რთულ პერიოდად მე-20 საუკუნის 90-იანი წლები გამოყო, როდესაც სკოლებსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში თვეების და ხშირად წლების განმავლობაშიც კი დასაქმებულებს ხელფასის გარეშე უწევდათ მუშაობა.

„განსაკუთრებით რთული მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის, სამოქალაქო დაპირისპირებისა და კონფლიქტების წლები, ასევე შემდგომი პერიოდი უაღრესად რთული აღმოჩნდა ზოგადად ქვეყნისთვის და მათ შორის, ჩვენი რაიონისთვის, ყველაფეირ დაიშალა, სამუშაო ადგილები გაქრა, სოფლებში კი, ერთადერთი რასაც ფუნქციონერება არ შეუწყვეტიათ ეს სკოლები იყო, მაგრამ პედაგოგებს ყველანაირად მძიმე პირობებში მოგვიწია ამ წლების გადატანა. პრაქტიკულად უხელფასოდ ვმუშაობდით, სახელმწიფო წლების განმავლობაში ვერ გვიხდიდა ხელფასს, გაყინული იყო ხელფასებიც და პენსიებიც, მაგრამ მაინც არ შეგვიწყვეტია მუშაობა. ალბათ, დაგაინტერსებთ, თუ რამ გაგვაძლებინა მე და ჩემს კოლეგებს – პირველ რიგში საქმისადმი და ბავშვებისადმი სიყვარულმა. თან, იმ წლებში ჩემი ოთხივე შვილი ამ სკოლაში სწავლობდა და მათაც ხომ ვერ ვუღალატებდი?! მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იმ დროს მამაკაცმა პედაგოგებმა სკოლა დატოვეს და სამუშაოდ ქვეყნის გარეთ გავიდნენ, სკოლაში კი მხოლოდ ქალები დავრჩით.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ბავშვები სპორტის გაკვეთილზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის ეზოში

„იმ პერიოდში განათლების განყოფილებიდან მოვიდნენ ჩვენს სკოლაში და მთხოვეს სომხური ენისა და ლიტერატურის სწავლება, რადგან კადრების დეფიციტი შეიქმნა. მე პოლიტექნიკური ინსტიტუტი მქონდა დამთავრებული, მაგრამ სომხურის მასწავლებლობა მომიწია, ბევრს ვკითხულობდი, რომ ამ კუთხით განვვითარებულიყავი.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის დირექტორი ანუშ ქახკციან

„მიუხედავად ასეთი ყოფისა, მინდა სიამაყით ვთქვა, რომ იმ პერიოდშიც საუკეთესო მოსწავლეები აღვზარდეთ. თავად ჩემმა ოთხივე შვილმა წარჩინებით, წითელ დიპლომზე დაამთავრა უმაღლესი, ერთ-ერთი მათგანი ამავე სკოლაში ასწავლის, სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, თუმცა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მათემატიკაში აქვს მიღებული, მეორე მეზობელ, ლომატურცხის საჯარო სკოლაშია სპეცმასწავლებელი, მესამესაც პედაგოგიური განათლება აქვს, თუმცა ის რუსეთში ცხოვრობს და ამ მიმართულებით არ მუშაობს. ბევრი სხვა წარმატებული და კარგი ადამიანი აღიზარდა იმ რთულ წლებში… დღეს მდგომარეობა არაერთი მიმართულებითაა შეცვლილი, რა თქმა უნდა, უკეთესობისაკენ, ხელფასებიც ნორმალურია, მით უფრო 1-ელი ივლისიდან საშუალოდ 500 ლარით მოიმატებს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენს სკოლაში თითქმის ყველა პედაგოგი სრულ განაკვეთზე მუშაობს, 18 საათი და მეტი აქვს და შესაბამისად, მათი ანაზღაურებაც ალბათ მეტი გახდება. აქ, მოგეხსენებათ, მაღალმთიანი რეგიონებისთვის განკუთვნილი სახელფასო  დანამატიც ეძლევათ მასწავლებლებს, თუმცა კარგი იქნებოდა ეს დირექციასაც რომ ეხებოდეს“,- აღნიშნა ანუშ ქახკციანმა.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ანუშ ქახკციანის შესახებ

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის დირექტორი ანუშ ქახკციან

დაიბადა 1961 წლის 31 მარტს, მაშინდელი ბოგდანოვკის რაიონის (დღევანდელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის) სოფელ პატარა ხანჩალში, 1978 წელს დაამთავრა სოფელ პატარა ხანჩალის საშუალო სკოლა და 1979 წელს სწავლა ერევნის კარლ მარქსის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუში კიბერნეტიკის ფაკულტეტზე განაგრძო, 1984 წელს, ინსტიტუტის დასრულების, სომხეთიდან საქართველოში დაბრუნებისა და ოჯახის შექმნის შემდეგ, 1986 წელს მუშაობა ახალქალაქის რაიონის მერენიის საშუალო სკოლაში უფროს პიონერ ხელმძღვანელად დაიწყო და მოგვიანებით დაწყებითი კლასის მასწავლებლად განაგრძო საქმიანობა, 90-იანი წლების დასაწყისში კი, სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახდა – 20 წელი უწყვეტად ასწავლიდა  სომხურ ენას და ლიტერატურას, 2008 წელს მერენიის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ დაინიშნა, 2013 წელს დირექტორი გახდა და 11 წელია რაც მერენიის საჯარო სკოლას უდგას სათავეში, პარალელურად დღემდე ასწავლის სომხურ ენას და ასევე, სამოქალაქო განათლებას, ზოგჯერ მათემატიკასაც.

ბიზნესკონტინენტის სტატიის სრული ფოტომასალა იხილეთ დაბლა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მასწავლებლები
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მასწავლებლები
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მასწავლებლები
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მასწავლებლები
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მასწავლებლები
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მასწავლებლები
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მასწავლებლები
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მასწავლებლები
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მასწავლებლები
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მასწავლებლები
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მასწავლებლები
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მასწავლებლები
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ბავშვები სპორტის გაკვეთილზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის ეზოში
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ბავშვები სპორტის გაკვეთილზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის ეზოში
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ბავშვები სპორტის გაკვეთილზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის ეზოში
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ბავშვები სპორტის გაკვეთილზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის ეზოში
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მერენია
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მერენია და სკოლის ეზოს ნაწილი – მთავარი შესასვლელი
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მერენია და სკოლის ეზოს ნაწილი – მთავარი შესასვლელი
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მერენია და სკოლის ეზოს ნაწილი – მთავარი შესასვლელი
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლა
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლა
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლა
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლა
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: გაკვეთილი ღია სივრცეში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეზოში
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეზოში
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის დირექტორი ანუშ ქახკციან
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის დირექტორი ანუშ ქახკციან
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის დირექტორი ანუშ ქახკციან
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის დირექტორი ანუშ ქახკციან
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის დირექტორი ანუშ ქახკციან
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ქიმიის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მე-9 კლასში

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: საქართველოს ისტორიის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მე-11 კლასში

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მე-3 კლასში

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: საგაკვეთილო პროცესი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მე-2 კლასში