საქართველო

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. აღნიშნული ინიციატივით, მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობა და საკრებულოს დეპუტატები გამოვიდნენ.

დასუფთავდა ქალაქის ქუჩები, პარკები, სკვერები, ეზოები და სოფლების ცენტრალური ადგილები.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქალაქიდან მყარი ნარჩენები დაახლოებით 20 ავტომანქანით იქნა გატანილი. პროცესი ერთი კვირა გაგრძელდება და სოფლებში შეგროვებული ნარჩენები მთლიანად მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ იქნება გატანილი.