საქართველო

ახალი სასწავლო წლიდან უფროსი, წამყვანი ან მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებს ანაზღაურება ეზრდებათ

ახალი სასწავლო წლიდან უფროსი, წამყვანი ან მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებს ანაზღაურება ეზრდებათ.

➡️ 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით.

• უფროსი მასწავლებლები მიიღებენ 1011 ლარს;

• წამყვანი მასწავლებლები მიიღებენ – 1435 ლარს;

• მენტორი მასწავლებლები მიიღებენ – 1745 ლარს.

(მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში, კიდევ მეტს)

➡️ პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება.

➡️ მიმდინარე წლის შემოდგომაზე სისტემას ეყოლება 33 000 პედაგოგი, რომელთაც სტატუსი აიმაღლეს.

➡️ პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და ეტაპობრივად განხორციელდება ისე, რომ 2022 წლისათვის მათი ანაზღაურება იქნება:

• უფროსი მასწავლებელი – 1700 ლარი;

• წამყვანი მასწავლებელი – 2135 ლარი;

• მენტორი მასწავლებელი – 2445 ლარი.