საქართველო

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

განკარგულების მიხედვით, პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ათი დღის განმავლობაში იმართება.