საქართველო

აჭარაში 19 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგება

აჭარაში 19 ოქტომბრიდან  საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.

“აჭარაში 19 ოქტომბრიდან  საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის საქალქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნება. გარდა ამისა, აჭარაში სასწავლო პროცესზე შეზღუდვები დარჩება, ისევე როგორც გაგრძელდება რესტორნებთან და გასართობ დაწესებულებებთან დაკავშირებით შეზღუდვები “,- აღნიშნა გახარიამ.