მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

დონალდ ტრამპსა და ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა ბრედ რაფენსპერგერს 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში მისი გამარჯვებისთვის საჭირო 11 780 ბიულეტენის მოძიება ან ხმების გადათვლა მოსთხოვა, გამოძიების მიზეზი გახდა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება ჯორჯიის შტატის პროკურატურამ  აღნიშნული სატელეფონო საუბრის საფუძველზე დაიწყო.  

ტრამპსა და ბრედ რაფენსპერგერს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი 3 იანვარს გამოცემა „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა და აუდიოჩანაწერის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივნისა და მისი იურიდიულ მრჩევლის, რაიან ჯერმანის შესაძლო სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიანიშნა.

„ყველაფერი, რისი გაკეთებაც მსურს შემდეგია: მინდა, 11 780 ბიულეტენი ვიპოვო, ვინაიდან შტატში გავიმარჯვეთ“, – ეუბნება ტრამპი სატელეფონო საუბარში ბრედ რაფენსპერგერს, ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს.

ამასთან, კონგრესის ზედა პალატაში, სენტაში ტრამპის იმპიჩმენტის პროცესია დაწყებული. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ამბოხების წაქეზებაში ედება ბრალი.