მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, 76 წლის ჯო ბაიდენი, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამოკითხვებში პირველ ადგილზეა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აიოვას ამომრჩეველში გამოკითხვებისას პირველ ადგილზე გავიდა. ასევე ძალიან კარგი შედეგი აჩვენა 77 წლის სენატორმა ბერნი სანდერსმა, რომელსაც მეორე ადგილი ერგო და რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც აპირებდა კენჭისყრას, თუმცა „დემოკრატების“ პრაიმერში მას ჰილარი კლინტონმა მოუგო.

ბაიდენი, რომელსაც ჯერ არ გამოუცხადებია აპირებს თუ არა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, აიოვას „დემოკრატიული პარტიის“ კონფერენციაში მონაწილეთა შორის პრეზიდენტის პოსტზე პირველ არჩევანს წარმოადგენს და მას მხარს 27 პროცენტი უჭერს, „The Des Moines Register/CNN/Mediacom Iowa Poll“-ში, სანდერსს კი 25 პროცენტი.

ახალი ამბების სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, თითქმის ამომრჩეველთა 65-მა პროცენტმა თქვა, რომ ბაიდენს, რომელიც ახლა 76 წლისაა და რომელიც ასევე 1972 წლიდან აშშ-ის სენატორი იყო, უფრო მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე რომელიმე სხვა კანდიდატს და მან მონაწილეობა უნდა მიიღოს არჩევნებში, მაშინ როცა 31-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მისმა, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის დრომ ჩაიარა.

guardian.ge