საქართველო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის, როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის, როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

„ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით ვითარებას, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაკავებას და მისდამი მოპყრობას, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას, რომელიც იწვევს შეშფოთებას პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ განცხადების ფონზე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის, როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ვიცით, ყოველთვის და ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, პატიმრები დაიცვან ძალადობისგან, მათ შორის ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, აღმოუჩინონ მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უზრუნველყონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირადი ინფორმაციის დაცვა, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად“, – განაცხადა ნედ პრაისმა.