საქართველო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„მდივანმა პომპეომ და პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განიხილეს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებისა და დემოკრატიაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების როლის მნიშვნელობა. მდივანმა მოუწოდა საქართველოს, განაგრძოს აქტიური ზომების მიღება „კოვიდ-19“ პანდემიის დასამარცხებლად და კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად. მდივანმა პომპეომ ასევე განაცხადა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის შესახებ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსული ოკუპაციის წინაშე“, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიან ვიზიტად 17 ნოემბერს ეწვია, მან ოფიციალური შეხვედრები 18 ნოემბერს გამართა.