საქართველო

აშშ-ის საელჩო: ამერიკის მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia $64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას იწყებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღმიშნულია, რომ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia იწყებს $64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას.

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia იწყებს $64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად.

ეს დაფინანსება აშშ-საქართველოს შორის არსებული განვითარების ხელშეწყობის შეთანხმების ნაწილია“, ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.