მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის კორონავირსუზე მესამე ტესტირებამაც უარყოფითი შედეგი აჩვენა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის და მისი ცოლის, კარენის კორონავირსუზე კიდევ ერთმა ტესტირებამ ისევ ნეგატიური შედეგი აჩვენა. ეს უკვე მათი მესამედ ჩატარებული ტესტია მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანიას კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ვიცე-პრეზიდენტი პენსი საარჩევნო კამპანიასა და ღონისძიებებში აქტიურადაა ჩართული და სამშაბათს თეთრ სახლში კონტაქტი ჰქონდა ტრამპთან, ანუ იმ დროს, როცა პრეზიდენტი სავარაუდოდ უკვე ინფიცირებული იყო.

ოთხშაბათს, იუტას შტატ სოლთ ლეიქ სითიში, პენსსა და „დემოკრატიული პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ კამილა ჰარისს შორის დებატებია დაგეგმილი.