აზია, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში კრიზისის განმუხტვას შეეცდებიან

შეერთებული შტატები და თურქეთი, რომელთა ჯარები ჩრდილოეთ სირიაში ერთამანეთთან ძლიერ წინააღმდეგობაში იმყოფებიან, შეთანხმდენ, რომ კრიზისის განმუხტვას შეეცდებიან.

როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იტყობინება, ნატოელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ერთობლივი ჯგუფების შეხვედრა შედგება, რათა თავიანთ დიპლომატიურ განსხვავებულობაზე იმუშაონ, მათ შორის საკამათოდ ქცეულ მანბიჯზე – ქალაქზე, სადაც ქურთულ ძალებზე, რომელსაც მხარს აშშ უჭერს, თავდასხმით თურქეთი დაიმუქრა.

პრო-თურქული ძალები აფრინის სიახლოვეს, თურქეთის სირიასთან სამხრეთ საზღვრის გასწვრივ, ქურთ მილიციას ებრძვიან, რომელსაც ოფიციალური ანკარა ქვეყანაში აკრძალული „ქურთ მუშათა პარტიის“ გაგრძელებად და ტერორისტებად მიიჩნევს. „ქურთ მუშათა პარტია“ სამ ათწლეულზე მეტია, რაც თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთული ავტონომიის ჩამოყალიბებისთვის იბრძვის.

შეერთებულ შტატებსაც ჰყავს ჯარისკაცები მანბიჯში, რომელიც „ისლამური სახელმწიფოსაგან“ 2016 წელს ქურთული „სახალხო თვდაცვითი დანაყოფების“ ხელმძღვანელობით იქნა დახსნილი.

გასულ კვირას, აშშ-ის უმაღლესი რანგის გენერალმა განაცხადა, რომ მისი ძალები „აგრესიულ პასუხს“ გასცემდა თურქებისგან მხარდაჭერილ ნებისმიერ თავდასხმას მანბიჯში.

ამის საპასუხოდ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეერთებულ შტატებს „ოსმალური სილის გაწვნით“ დაემუქრა – ბრძოლის ტექნიკა, რომელიც გამოყენებული იყო ოტომანთა არმიის მიერ, როდესაც ისინი შეუირაღებელი იყვნენ ანდა მათზე თავდასხმა განხორციელდებოდა და მისი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ხელის ორივე მხარის გარტყმით ძირს დაეგდო მოწინააღმდეგე.

ანკარაში, ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა და მისმა თურქმა კოლეგამ, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადეს, რომ მუშა ჯგუფები იმ საკამათო საკითხების მოგვარებას შეეცდებიან, რამაც ორ სახელმწიფოს შორის დაძაბულობა გააღრმავა.

„მანბიჯს, ჩვენ ერთობლივ სამუშაო ძალისხმევაში, პრიორიტეტი ექნება მინიჭებული“, განაცხადა ტილერსონმა.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მაშინ, როცა შეერთებული შტატები „აღიარებს თურქეთის ლეგიტიმურ უფლებას, თავისი საზღვრების უსაფრთხოების თაობაზე“, თურქეთმა უნდა „აჩვენოს თავშეკავებულობა თავის ოპერაციებში [აფრინში], რათა სამოქალაქო პირების მსხვერპლი მინიმუმამდე შეამციროს“.

ტილერსონმა თქვა, რომ ის და ჩავუშოღლუ შეთანხმდნენ, რომ თავიანთი ქვეყნების მიზნები სირიაში „ზუსტად ერთი და იგივეა და მათ შორის არსებითი განსხვავებულობა არ არსებობს“.

ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მექანიზმებს, რაზეც ისინი შეთანხმდნენ ის მიზანი ამოძრავებს, რომ დაიდოს „რეალურ შედეგები – ჩვენ ერთამენთის დროს ტყუილუბრალოდ არ ვკარგავთ“.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ თუკი „სახალხო თვდაცვითი დანაყოფები“ მდინარე ევფრატის დასავლეთ ნაწილებს დაიკავებენ, არასოდეს სტაბილურობა არ იქნება დასადგურებული ამ ადგილას. ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ეს არასოდეს მოხდეს“.