საქართველო

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობას დატოვა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ხაჯიმბას რეზიდენციასთან შეკრებილ რამდენიმე ასეულ ადამიანთან ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერი სერგეი შამბა გამოვიდა და რაულ ხაჯიმბას მიერ გადადგომის შესახებ განცხადება წაიკითხა. ინფორმაციას ოვაციები მოჰყვა აქციის მონაწილეებს შორის, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას 9 იანვრიდან საპროტესტო აქციების ფონზე ითხოვდნენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს გაიმართება.