საქართველო

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

მანამდე კი, ტატუნაშვილის ცხედარი წილკნიდან, მისი საცხოვრებელი სახლიდან დღეს დილით წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის წევრები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ყოფილი სამხედრო 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს. 23 თებერვალს იგი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.