საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ჩვენს თანამოქალაქეებს და ყველას, ვინც 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს ზეიმობს, ვულოცავ

საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენს თანამოქალაქეებს და ყველას, ვინც 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს ზეიმობს, ვულოცავ, – მილოცვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე Facebook გვერდზე ავრცელებს.

„განსაკუთრებით ვულოცავ 2020 წლის გმირებს – ექიმებს და ექთნებს, პოლიციელებს და ჯარისკაცებს, სპეციალური სამსახურების თანამშრომლებს! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! ნათელი მომავლის საწყისი ყოფილიყოს შობა თქვენთვის“, – აცხადებს თალაკვაძე.