საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი გუნდის სურვილი და პოზიციაა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაში ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართულობა უზრუნველვყოთ

„საარჩევნო სისტემის ცვლილება და კანონმდებლობის რეფორმა გრძელვადიან პერსპექტივაში, არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც პოლიტიკური სისტემისთვის, ასევე, ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გახსნისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიზანია, საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები ფართო ჩართულობით განხორციელდეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და სარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს სამუშაო პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.