საქართველო

არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩიმიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და საქართველოსთვის ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს.

საუბარი, ასევე, შეეხო ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ ანგარიშს, რომელზეც დისკუსია 13 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართება.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ქმედებებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები გააცნო.