საქართველო

არჩილ თალაკვაძე: დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება სტაბილური პოლიტიკური სისტემა და ამაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციურმა ძალებმაც უნდა აიღონ

9 პოლიტიკური პარტია არის პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებმა სხვადსხვა პარტიას დაუჭირეს მხარი, ყველამ დაუჭირა მხარი იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა იმუშაონ პარლამენტში, პარლამენტში ჰქონდეთ პოლიტიკური დებატი, პარლამენტში გაცვალონ არგუმენტები, იკამათონ და ასე მიიღონ გადაწყვეტილებები, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირასთან“ საუბარში.

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ შეთანხმების შესაძლებლობა რეალურია.

„არის მნიშვნელოვანი გამოწვევები. რეგიონში არის ძალიან რთული საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით და, რა თქმა უნდა, დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება სტაბილური პოლიტიკური სისტემა და ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ოპოზიციურმა ძალებმაც უნდა აიღონ. ჩვენ პატივს ვცემთ შედეგებს, პატივს ვცემთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს და დღეს უკვე შეთანხმება არის შესაძლებელი, თუ იგივეს გააკეთებენ ოპოზიციური პარტიები“, – აცხადებს თალაკვაძე.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მმართველ გუნდსა და იმ პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს 12 ნოემბერს დაიწყო.