საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოსა და ევროკავშირთან პარტნიორობა დღეს იმაზე მეტს ნიშნავს ჩვენთვის, ვიდრე ოდესმე

„მსურს, გადმოგცეთ გზავნილი, რომელიც შესაძლოა უკვე არაერთხელ გსმენიათ, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ გავიმეორო – საქართველო არის ორიენტირებული მომავალზე, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას და საერთო ღირებულებებს ეფუძნება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს თავისი წვლილის შეტანას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და განაგრძობს საკუთარი დემოკრატიის გაძლიერებას.