საქართველო

არჩილ თალაკვაძემ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი მიიღო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი მიიღო.
არჩილ თალაკვაძემ მინისტრს საქართველოში ვიზიტისა და ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ და ლიეტუველ ხალხს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ლიეტუვასთან კავშირების კიდევ უფრო განმტკიცება საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხია.