საქართველო

ანდრეი ილარიონოვი აცხადებს, რომ „კრემლის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები“ პანიკაში არიან იმის გამო, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ვაშაძემ მოიგოს

ამერიკული ორგანიზაცია კატონის უნივერსიტეტის ექსპერტმა, პოლიტოლოგმა ანდრეი ილარიონოვმა, რომელმაც ქართველ ექსპერტებთან ერთად, თემაზე – რუსული ოკუპაცია და 2008 წლის აგვისტოს ომი, ბრიფინგი გამართა, პრეზიდენტობის კანდიდატების, სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის „პრორუსულობასთან” დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება გამოთქვა და ისაუბრა იმ ვარაუდებზეც, თუ ვის უჭერს მოსკოვი მხარს.

ილარიონოვი ამბობს, რომ რუსული საინფორმაციო საშუალებები და კრემლის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები პანიკაში არიან იმის გამო, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ვაშაძემ მოიგოს.

„საკმარისია შეხედოთ რუსულ საინფორმაციო საშუალებებს და კითხვების ადგილი აღარ რჩება – ან იმ განცხადებებს, რომელსაც გამუდმებით აკეთებენ დსთ-ს ახალი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი და სხვა კვლევითი ცენტრები. ეს სულ კრემლის დაფინანსებული ორგანიზაციებია. შეხედეთ მათ განცხადებს. პანიკაში არიან იმის გამო, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ვაშაძემ მოიგოს. მათთვის ეს რეალური კატასტროფაა, ამას არც მალავენ. ცხადია ვისაც უჭერს მოსკოვი მხარს. ეს ჩემი პოზიცია არ არის, თვითონ ამბობენ. რაც შეეხება ზურაბიშვილის განცხადებებს, როგორ შეიძლება თეთრზე შავი თქვა. რეალობაა საქართველოს 20% ოკუპირებულია. იქ განლაგებულია რუსეთის რეგულარული არმია. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ყველაფერს სახელი უნდა დაერქვას. პრობლემების მოგვარება შეიძლება სწორი დიაგნოზის დაცვით”, განაცხადა ანდრეი ილარიონოვმა.