საქართველო

ანატოლი ბიბილოვი არჩილ ტატუნაშვილზე: იგივე საქართველოში, ექსპერტიზას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას უახლოესი ერთი თვის განმავლობაში არ აპირებენ.

ბიბილოვმა ამის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯოდმარეებთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საკითხი „ძალიან პოლიტიზებულია“.

„კარგად გვესმის, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ევროპაში და ამერიკაში მიღებულია. საშუალება უნდა მოგვცეთ ყველაფერი კანონის გზით გავაკეთოთ. იგივე საქართველოში – ექსპერტიზას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება“, განაცხადა ბიბილოვმა, რომლის თქმითაც, თუ ცხედრის საექსპერტო დასკვნის გარეშე გადაცემა მოხდება, „სამხრეთ ოსეთმა, შესაძლოა, უფრო მეტი ნეგატივი მიიღოს, ვინაიდან ეს საკითხი ძალიან პოლიტიზებულია ქართული მხარის მიერ“.