საქართველო

ამირან გამყრელიძე: ჩვენ პიკში უნდა შევიდეთ, სადღაც აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ორი კვირის განმავლობაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არსებული მაჩვენებლები, რომლებიც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას განსაზღვრავს, გაუარესებულია და პიკს ახლო მომავალში ელოდეიბიან.

„რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ჰელსმეტრიკის, ანუ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით, ჩვენ პიკში უნდა შევიდეთ, სადღაც აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ორი კვირის განმავლობაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.