საქართველო

ამირან გამყრელიძე: „ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს“

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები მოიმატებს, რადგან საქართველო მსოფლიოს ნაწილია, მსოფლიოში კი, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 ათასი შეადგინა, მათ შორის 7 ათასს გადააჭარბა სამხრეთ კორეაში. მაღალია მაჩვენებელი ირანსა და იტალიაში, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, მზადყოფნის რეჟიმი უნდა გაძლიერდეს ყველა ადგილზე, მათ შორის მაქსიმალურად უნდა შემცირდეს მოქალაქეთა შემოსვლა მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან.

მისივე თქმით, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ პირებმაც, ვინც იმ ქვეყნებიდან ჩამოდის, სადაც დასენიანების მაჩვენებელი მაღალი არ არის, თუმცა იციან, რომ შესაძლოა, ჰქონოდათ კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანებთან.