საქართველო

ამირან გამყრელიძე: უახლოეს დღეებში დიდი კვლევის შედეგები გახდება ცნობილი, რომლითაც განისაზღვრება, როგორია ქვეყანაში ვირუსის უსიმპტომო ფორმების ცირკულაცია

უახლოეს დღეებში დიდი კვლევის შედეგები გახდება ცნობილი, რომლითაც განისაზღვრება, როგორია ქვეყანაში ვირუსის უსიმპტომო ფორმების ცირკულაცია, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

„ალბათ, სამ-ოთხ დღეში გვექნება დიდი რანდომული კვლევის შედეგები. 1 200 სისხლის ნიმუშია აღებული ქვეყნის ოთხ მუნიციპალიტეტში და დაახლოებით, გვეცოდინება როგორია ქვეყანაში ფარული, ე.წ. ასიმპტომური ფორმების ცირკულაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.