საქართველო

ამირან გამყრელიძე: „საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია“

საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია, რის გამოც ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის, – აღნიშნულის შესახებ „ქრონიკას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

საქართველომ პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა. 23 თებერვალს კი ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა.