დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან და რემდესივირი სულ მალე უნდა იქნება ქვეყანაში გამოსაყენებლად.
მისი თქმით, რემდესივირი არ არის ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტი და ის გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
„კარგად დაიმახსოვრეთ, რომ რემდესივირი არ არის ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტი და ის გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი ჩვენებებით კლინიკაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ რამდენიმე კვლევის მიხედვით, თითქოს მან არ მისცა სტატისტიკურად ვალიდური შედეგი, მაგრამ ძალიან ბევრი კლინიკა მსოფლიოში დღესაც რემდესივირს იყენებს, რომელიც გახლავთ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი. ის 2014-2015 წლებში შეიქმნა ებოლას საწინააღმდეგოდ. ანუ, ის პირდაპირ ებოლას ვირუსზე მოქმედებს. ასევე აქტიურად იქნა გამოყენებული COVID-19-ის შტამზე და იქაც მისცა შედეგები. მაღალი რანგის სპეციალისტმა, თენგიზ ცერცვაძემ საკუთარ თავზე გამოიყენა ეს პრეპარატი და შედეგი არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.